https://sputnik-georgia.com/20241003/rtveli-saqartveloshi-278-atas-taonamde-kurzenia-gadamushavebuli-290180640.html
„რთველი2024": საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
„რთველი2024": საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
Sputnik საქართველო
რთველი დასასრულს მიუახლოვდა კახეთისა და რაჭის რეგიონებში, უახლოეს დღეებში რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში დაიწყება. 03.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-03T17:49+0400
2024-10-03T17:49+0400
2024-10-03T17:49+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_bfb4be3092ea3b172d95ddbeab6bf88d.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. 3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.უწყების ცნობით, საერთო რაოდენობიდან, 276 ათას ტონამდე კახეთის, 1.630 ტონამდე რაჭის, ხოლო დანარჩენი საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია.ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასზე მეტმა მევენახე-ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 415 მლნ ლარი შეადგინა - რთველის პროცესში ჯამურად 450 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.რთველი დასასრულს მიუახლოვდა კახეთისა და რაჭის რეგიონებში, უახლოეს დღეებში რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში დაიწყება.მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას აძლევს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა.რაჭის რეგიონში სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_278fb3a2c8de568666896cc913ad60af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
„რთველი2024": საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
რთველი დასასრულს მიუახლოვდა კახეთისა და რაჭის რეგიონებში, უახლოეს დღეებში რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში დაიწყება.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. 3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთო რაოდენობიდან, 276 ათას ტონამდე კახეთის, 1.630 ტონამდე რაჭის, ხოლო დანარჩენი საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია.
ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასზე მეტმა მევენახე-ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 415 მლნ ლარი შეადგინა - რთველის პროცესში ჯამურად 450 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.
რთველი დასასრულს მიუახლოვდა კახეთისა და რაჭის რეგიონებში, უახლოეს დღეებში რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში დაიწყება.
მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას აძლევს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა.
ჭარბი მოსავლის პირობებში „საფერავის" დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე-ფერმერებისგან 1 კგ „საფერავის" ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული აღნიშნული ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
რაჭის რეგიონში სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.
მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია.