როგორ უნდა მისცეთ ხმა საზღვარგარეთ? დეტალური ინსტრუქცია ცესკოდან

© CESCOარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2024
გამოწერა
არჩევნების დღეს უცხოეთის 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება - უცხოეთის 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
„საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის) საკონსულო აღრიცხვა", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
შესაბამისად, საარჩევნო უბანი არ გაიხსნება , თუ არ არის დაცული შემდეგი მოცემულობა:
მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს კონკრეტული ქვეყნის მისამართზე საზღვარგარეთის რეგისტრაცია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად
იმ ქვეყნებში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე დგას 50-ზე ნაკლები ამომრჩეველი.
ამომრჩეველთა სიები საზღვარგარეთ
საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩევლები შეჰყავთ სპეციალურ სიაში და ამომრჩეველთა მონაცემები შეესაბამება ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებს.
იმ საარჩევნო უბნებში, რომლებიც უკვე შექმნილია საზღვარგარეთ, სპეციალურ სიაში ამომრჩევლების შეყვანა ხდება, თუ:
სხვა ქვეყანაში მყოფი ამომრჩეველი დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველს აქვს რეგისტრაციის მისამართი საქართველოში:
ცესკოს განმარტებით, ასეთ ამომრჩეველს 2024 წლის 26 სექტემბრამდეც ნებისმიერ პერიოდში შეეძლო და ახლაც შეუძლია საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველთა სიაში, ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შექმნილია საარჩევნო უბნები.
ამომრჩეველს აქვს საზღვარგარეთ რეგისტრაცია (მისი რეგისტრაციის მისამართი არის სხვა ქვეყანაში):
ეს ამომრჩეველი შესულია ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მაგრამ, ვინაიდან, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნა კენჭისყრის დღემდე 30 დღით ადრე (26 სექტემბერი), სწორედ ამ ვადის შემდეგ ხდება მათი გადანაწილება იმ ქვეყნების მიხედვით, სადაც გაიხსნა საარჩევნო უბნები და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მათ შეუძლიათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ ამომრჩეველთა სიაში.
ამომრჩეველი, რომელიც დადგენილ ვადაში გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას შესაბამის საარჩევნო უბანში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან დადგება საკონსულო აღრიცხვაზე მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.
ცესკოს განცხადებით, საბოლოო მონაცემებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკოს მიაწვდის 8 ოქტომბერს, ხოლო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (სერვისების განვითარების სააგენტო, შსს და სხვა) კი - 9 ოქტომბერს.
„აღნიშნული მონაცემების დამუშავების შემდგომ, ამომრჩეველთა სიები მიიღებს საბოლოო სახეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ ეტაპზე, ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალურ სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით. საბოლოო სიების დამუშავების შემდეგ ინფორმაცია განთავსდება სხვა ქვეყანაში შექმნილი საარჩევნო უბნების მიხედვით.
იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი მოხვდეს სიაში აუცილებელია ის ფლობდეს 7 ოქტომბრის მდგომარეობით მოქმედ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ხოლო ხმის მიცემის უფლების განხორციელებას კი შეძლებს თუ აღნიშნული რომელიმე დოკუმენტი ასევე ძალაში იქნება 26 ოქტომბრის მდგომარეობით.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ყველა ახალი ამბავი
0