https://sputnik-georgia.com/20241003/ra-gaaketa-zurabishvilma-germaniashi-290174228.html
კეთილშობილური მიზანი თუ ჩვევა დაარღვიოს კანონი - რა უნდოდა ზურაბიშვილს გერმანიაში?
კეთილშობილური მიზანი თუ ჩვევა დაარღვიოს კანონი - რა უნდოდა ზურაბიშვილს გერმანიაში?
Sputnik საქართველო
29 სექტემბერს, ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართულ დიასპორასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა 03.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-03T10:27+0400
2024-10-03T10:27+0400
2024-10-03T10:27+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290172054_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_355c29b001f08bbf1870585308132517.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში მორიგი ვიზიტი გახდა მისი არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, არამედ გერმანიის კანონმდებლობის დარღვევაში დადანაშაულების მიზეზი.29 სექტემბერს, ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დიასპორასთან შეხვედრა გამართა და საქართველოს მოქალაქეებს პოსტსაარჩევნო პერიოდისა და ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.ამასთან, დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს იმდენად „ჩვევაში აქვს გადასული (კანონის დარღვევა), მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, დაარღვევს მას საქართველოში თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“.გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, უცხოელი პოლიტიკოსებისთვის გერმანიაში წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება აკრძალულია არჩევნებამდე სამი თვით ადრე. ამის შესახებ ინფორმირებული იყო გერმანიაში აკრედიტებული ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა.უცნობია, მიიღო თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა თანხმობა გერმანიის ხელისუფლებისგან ბერლინში წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვაზე. თბილისში გერმანიის საელჩოში ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.ზურაბიშვილისა და ქართული დიასპორის შეხვედრას ესწრებოდა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. თბილისში მისი ბოლო ვიზიტისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.როთმა სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები ბერლინში ზურაბიშვილის შეხვედრიდან და დაწერა, რომ იქ შეკრებილებს სურთ იცხოვრონ თავისუფლად, დემოკრატიულად და ევროპულად. მან ასევე დასძინა: „რა სირცხვილია, რომ საქართველოს საელჩო მხარს არ უჭერს სახელმწიფოს მეთაურს მის მოგზაურობაში“.მიხაელ როთი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო საჩუქარია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, რაც მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებს როთი, მით უფრო დაეცემა ოპოზიციის რეიტინგი.ბერლინში ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებით კი კობახიძემ განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში გერმანიის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა მოიხსნა".„ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება" დიდი ხანია კონფლიქტში არიან. მთავრობასთან შეუთანხმებელი უცხოეთში ვიზიტების გამო, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაც კი დაიწყო, მაგრამ პარლამენტში მანდატების საკმარისი რაოდენობის არქონის გამო, ზურაბიშვილმა თანამდებობა შეინარჩუნა.მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი ახლა „რადიკალურ ოპოზიციას“ შეუერთდა.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.პრეზიდენტის ტურნედიასპორასთან შეხვედრის გარდა, ზურაბიშვილმა მოლაპარაკებები გამართა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა შტაინმაიერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში „რუსეთიდან ინსპირირებულ“ წინასაარჩევნო გარემოზე, რომ საქართველოს ხელისუფლება საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის კენჭსყრაში მონაწილეობისთვის და რომ ხელს უშლის ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვებაში.თავის მხრივ, შტაინმაიერმა, როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ. გერმანიიდან ზურაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. იქ მან ასევე გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო.პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ატარებს რუსეთის ინტერესებს და მას მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი უჭერს მხარს. თუმცა, საქართველოს მომავალი ევროპულია, დასძინა მან.ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახლა საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია და 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის.მისი თქმით, ახლა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირშიც და ნატოშიც შეჩერებულია. თავის მხრივ, დუდამ განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება საქართველოს სურვილში, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ „საქართველოს უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი“.ზურაბიშვილის შემდეგი „გაჩერება" იყო ბრიუსელი - ოთხშაბათს მან შეხვედრები გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. შეხვედრების დეტალების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290172054_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_f4c387d2c11927dd061d75bce22c3cbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
კეთილშობილური მიზანი თუ ჩვევა დაარღვიოს კანონი - რა უნდოდა ზურაბიშვილს გერმანიაში?
29 სექტემბერს, ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართულ დიასპორასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში მორიგი ვიზიტი გახდა მისი არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, არამედ გერმანიის კანონმდებლობის დარღვევაში დადანაშაულების მიზეზი.
29 სექტემბერს, ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დიასპორასთან შეხვედრა გამართა და საქართველოს მოქალაქეებს პოსტსაარჩევნო პერიოდისა და ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„გერმანიის კანონსაც არ სცემს პატივს, რადგან მას წესით ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, რომ გერმანიაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია არჩევნებამდე სამი თვით ადრე", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
ამასთან, დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს იმდენად „ჩვევაში აქვს გადასული (კანონის დარღვევა), მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, დაარღვევს მას საქართველოში თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“.
გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, უცხოელი პოლიტიკოსებისთვის გერმანიაში წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება აკრძალულია არჩევნებამდე სამი თვით ადრე. ამის შესახებ ინფორმირებული იყო გერმანიაში აკრედიტებული ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა.
უცნობია, მიიღო თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა თანხმობა გერმანიის ხელისუფლებისგან ბერლინში წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვაზე. თბილისში გერმანიის საელჩოში ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„გერმანიის საელჩო საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის დეტალებსა და დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას“, - განუცხადეს ტელეკომპანია „იმედს“ საელჩოში.
ზურაბიშვილისა და ქართული დიასპორის შეხვედრას ესწრებოდა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. თბილისში მისი ბოლო ვიზიტისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
როთმა სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები ბერლინში ზურაბიშვილის შეხვედრიდან და დაწერა, რომ იქ შეკრებილებს სურთ იცხოვრონ თავისუფლად, დემოკრატიულად და ევროპულად. მან ასევე დასძინა: „რა სირცხვილია, რომ საქართველოს საელჩო მხარს არ უჭერს სახელმწიფოს მეთაურს მის მოგზაურობაში“.
მიხაელ როთი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო საჩუქარია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, რაც მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებს როთი, მით უფრო დაეცემა ოპოზიციის რეიტინგი.
ბერლინში ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებით კი კობახიძემ განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში გერმანიის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა მოიხსნა".
„ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება" დიდი ხანია კონფლიქტში არიან. მთავრობასთან შეუთანხმებელი უცხოეთში ვიზიტების გამო, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაც კი დაიწყო, მაგრამ პარლამენტში მანდატების საკმარისი რაოდენობის არქონის გამო, ზურაბიშვილმა თანამდებობა შეინარჩუნა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი ახლა „რადიკალურ ოპოზიციას“ შეუერთდა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
დიასპორასთან შეხვედრის გარდა, ზურაბიშვილმა მოლაპარაკებები გამართა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა შტაინმაიერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში „რუსეთიდან ინსპირირებულ“ წინასაარჩევნო გარემოზე, რომ საქართველოს ხელისუფლება საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის კენჭსყრაში მონაწილეობისთვის და რომ ხელს უშლის ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვებაში.
თავის მხრივ, შტაინმაიერმა, როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ.
გერმანიიდან ზურაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. იქ მან ასევე გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ატარებს რუსეთის ინტერესებს და მას მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი უჭერს მხარს. თუმცა, საქართველოს მომავალი ევროპულია, დასძინა მან.
ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახლა საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია და 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის.
მისი თქმით, ახლა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირშიც და ნატოშიც შეჩერებულია.
თავის მხრივ, დუდამ განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება საქართველოს სურვილში, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ „საქართველოს უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი“.
ზურაბიშვილის შემდეგი „გაჩერება" იყო ბრიუსელი - ოთხშაბათს მან შეხვედრები გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. შეხვედრების დეტალების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.