„საბა 2024": ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის" ფინალისტები ცნობილია

© Courtesy of SABAლიტერატურული პრემია „საბა"
ლიტერატურული პრემია „საბა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2024
გამოწერა
წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეორედ გამოცხადდა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა ლიტერატურულმა პრემია „საბა 2024"-ის ჟიურისმ „საუკეთესო ქართული თარგმანის" ფინალისტები დაასახელა, ნათქვამია პრემიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟიურიმ 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოავლინა.
2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური ცხრა ნომინაციაში გამოავლენს: საუკეთესო რომანი,საუკეთესო პოეტური კრებული, საუკეთესო პროზაული კრებული, საუკეთესო პიესა, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი5, საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:
1.
ბაჩანა ჩაბრაძე, ალფრედ ჟარისა და გიიომ აპოლინერის „პატაფიზიკა სცენაზე“ (არილი)
2.
გიორგი კახიშვილი, ჰესიოდეს „სამუშაონი და დღენი“ (არილი)
3.
გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი (წიგნი მესამე)“ (სულაკაურის გამომცემლობა)
4.
გიორგი ხარაიშვილი, ელიზაბეტ სტრაუტის „ოჰ, უილიამ!“ (პალიტრა L)
5.
ელისაბედ (დოდო) ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ალეფი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
6.
ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ (დიოგენე)
7.
თამარ ლომიძე, ჰანა არენდტის „აიხმანი იერუსალიმში“ (დიოგენე)
8.
თეა შურღაია, ირაჯ ფეზეშქზადის „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (დიოგენე)
9.
კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „დაუდგომელნი“ (ინტელექტი)
10.
მაია ფანჯიკიძე, თომას ბერნჰარდის „ძველი ოსტატები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
11.
პაატა ჯავახიშვილი, დავიდ დიოპის „სულიერი ძმა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
12.
რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკას „დღიურები“ (ალეფი)
13.
ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს „ობობას ბუდეების ბილიკი“ (სულაკაურის გამომცემლობა).
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თი-ბი-სი ბანკმა“ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს.
დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5 ათასზე მეტი წიგნი განიხილა, 210 პრემია გაიცა და 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ყველა ახალი ამბავი
0