https://sputnik-georgia.com/20241003/policiam-gamis-klubebis-tanamshromlebs-braldba-wauyena-290187142.html
პროკურატურა: თბილისის ღამის კლუბების თანამშრომლები ტურისტებს ფულს სძალავდნენ
პროკურატურა: თბილისის ღამის კლუბების თანამშრომლები ტურისტებს ფულს სძალავდნენ
Sputnik საქართველო
თბილისში, შარდენის ქუჩაზე არსებულ ღამის კლუბებში სპეცოპერაცია სამშაბათს, ღამით ჩატარდა. 03.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-03T22:00+0400
2024-10-03T22:00+0400
2024-10-03T22:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823603_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_d44d19836aab5221a001ac01af0689a6.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისის სამი ღამის კლუბის მფლობელებსა და თანამშრომლებს - მთლიანობაში 15 პირს - უცხოელთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების, გამოძალვისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.გამოძიებით დადგინდა, რომ სამი ღამის კლუბის მფლობელები, მენეჯერები, მიმტანები, დაცვის თანამშრომლები და მოცეკვავეები წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ტურისტებს კლუბებში ეპატიჟებოდნენ, შემდეგ კლუბის მოცეკვავეები ტურისტების მაგიდასთან სხდებოდნენ და მათ ანგარიშზე, ტურისტებთან შეუთანხმებლად ძვირადღირებულ სასმელს უკვეთავდნენ. ანგარიშსწორებისას, ბრალდებულები ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, გამოძალვის და ძალადობის მუხლებით წარედგინათ, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდებათბილისში, შარდენის ქუჩაზე არსებულ ღამის კლუბებში სპეცოპერაცია სამშაბათს, ღამით ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823603_317:0:3048:2048_1920x0_80_0_0_2f042df24d73133cc5cf99a6ab49dc48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პროკურატურა: თბილისის ღამის კლუბების თანამშრომლები ტურისტებს ფულს სძალავდნენ
თბილისში, შარდენის ქუჩაზე არსებულ ღამის კლუბებში სპეცოპერაცია სამშაბათს, ღამით ჩატარდა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისის სამი ღამის კლუბის მფლობელებსა და თანამშრომლებს - მთლიანობაში 15 პირს - უცხოელთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების, გამოძალვისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამი ღამის კლუბის მფლობელები, მენეჯერები, მიმტანები, დაცვის თანამშრომლები და მოცეკვავეები წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ტურისტებს კლუბებში ეპატიჟებოდნენ, შემდეგ კლუბის მოცეკვავეები ტურისტების მაგიდასთან სხდებოდნენ და მათ ანგარიშზე, ტურისტებთან შეუთანხმებლად ძვირადღირებულ სასმელს უკვეთავდნენ.
ანგარიშსწორებისას, ბრალდებულები ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.
აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სხვადასხვა უცხო ქვეყნის 11 მოქალაქის 21 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. ასევე, მათ თანხის გამოძალვის მიზნით, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქის მიმართ მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.
დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, გამოძალვის და ძალადობის მუხლებით წარედგინათ, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება
თბილისში, შარდენის ქუჩაზე არსებულ ღამის კლუბებში სპეცოპერაცია სამშაბათს, ღამით ჩატარდა.