https://sputnik-georgia.com/20241003/papuashvilma-lgbt-propagandis-akrzalvis-shesaxeb-kanons-xeli-moawera-290175081.html
პარლამენტის თავმჯდომარემ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, ანუ ხელი არ მოაწერა და ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება. 03.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-03T10:57+0400
2024-10-03T10:57+0400
2024-10-03T11:25+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
კანონმდებლობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179677_212:416:1900:1365_1920x0_80_0_0_b85d477f5161deba0cae6494ef50cb76.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა.17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა - საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა კანონპროექტების პაკეტს და იგი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, ანუ ხელი არ მოაწერა და ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს კანონპროექტებზე ხელმოწერისთვის ხუთი დღე აქვს.პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მიერ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონზე ხელის არმოწერას „უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერის" გადაწყვეტილება უწოდა.„სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი, უარს ამბობს ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს - ოჯახსა და ბავშვებს. ამ უარიდან კარგად ჩანს, სად დგას სალომე ზურაბიშვილი და სად დგანან მას ამოფარებული უსამშობლო ოპოზიციონერები", - აღნიშნა პაპუაშვილმა.კანონი „საკანონმდებლო ორგანოში" გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179677_433:406:1712:1365_1920x0_80_0_0_4d6cb550f75210fd0305b9c82edc0820.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, კანონმდებლობა
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, კანონმდებლობა
პარლამენტის თავმჯდომარემ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
10:57 03.10.2024 (განახლებულია: 11:25 03.10.2024) ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, ანუ ხელი არ მოაწერა და ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა.
17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა - საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა კანონპროექტების პაკეტს და იგი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, ანუ ხელი არ მოაწერა და ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს კანონპროექტებზე ხელმოწერისთვის ხუთი დღე აქვს.
„დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს ვაწერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს, რომელსაც ხელი არ მოაწერა სალომე ზურაბიშვილმა... კანონი, რომელსაც ხელს ვაწერ, არ ასახავს მიმდინარე, დროებით, ცვალებად იდეებსა და იდეოლოგიებს, არამედ ეფუძნება საღ აზრს, ისტორიულ გამოცდილებას და საუკუნეებით გამყარებულ ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს", - დაწერა სოციალურ ქსელში პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მიერ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონზე ხელის არმოწერას „უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერის" გადაწყვეტილება უწოდა.
„სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი, უარს ამბობს ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს - ოჯახსა და ბავშვებს. ამ უარიდან კარგად ჩანს, სად დგას სალომე ზურაბიშვილი და სად დგანან მას ამოფარებული უსამშობლო ოპოზიციონერები", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
კანონი „საკანონმდებლო ორგანოში" გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.