https://sputnik-georgia.com/20241003/ministrismoadgile-saqartvelo-gaxda-warmatebuli-repormebis-simbolo-290186392.html
მინისტრის მოადგილე: საქართველო გახდა წარმატებული რეფორმების სიმბოლო
მინისტრის მოადგილე: საქართველო გახდა წარმატებული რეფორმების სიმბოლო
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ურთიერთობების განმტკიცება საუდის არაბეთის სამეფოსთან, როგორც ყურეში და მთლიანად არაბულ სამყაროში ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან... 03.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-03T21:39+0400
2024-10-03T21:39+0400
2024-10-03T21:39+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საუდის არაბეთი
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/03/290185075_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b1172cc8723cf437834497ee43c75c5d.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო გახდა წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების სიმბოლო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმზე.საქართველოს სავაჭრო პალატა 250-ზე მეტი კომპანიის მონაწილეობით საქართველო-საუდის არაბეთის მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობსორმხრივ ბიზნეს-ფორუმში 70-მდე საუდელი ბიზნესმენი მონაწილეობდა, რომლებიც ქვეყანაში საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარე ჰასან ალ - ჰუვაიზისთან ერთად ჩამოვიდნენ.მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა საშუალოდ 10% შეადგინა, ხოლო 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული, 2,2 მილიარდი აშშ დოლარის შემოდინება მოხდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%. „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10%.როგორც არველაძემ ბიზნეს-ფორუმის მონაწილეების წინაშე წიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ურთიერთობების განმტკიცება საუდის არაბეთის სამეფოსთან, როგორც ყურეში და მთლიანად არაბულ სამყაროში ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან და მთლიანად არაბულ სამყაროში.მისი თქმით, ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, ბოლო წლებში კი ნარჩუნდება მზარდი ტენდენცია ორივე მიმართულებით.მისი თქმით, 2023 წელს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 25%-ით გაიზარდა, ექსპორტი კი 13%-ით.ასევე, საუდის არაბეთიდან ინვესტიციების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში იგეგმება მოლაპარაკებების დაწყება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე.მინისტრის მოადგილემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა 2023 წელს საქართველოსა და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების მიერ ბიზნეს-საბჭოს დაფუძნებას, რომელიც სამუშაო შეხვედრებს რეგულარულად მართავს და ხელს უწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას.მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის, რომელთა თანამშრომლობის შედეგადაც საქართველოში 50 მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ბიზნესწრეების - ვაჭრობის, ლოჯისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT-ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობის სფეროს წარმომადგენლებმა. ბიზნეს-ფორუმის შემდეგ გაიმართა B2B-შეხვედრები.საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/03/290185075_175:0:1952:1333_1920x0_80_0_0_e2ae466ccb0d3113a610520f28a78191.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საუდის არაბეთი , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საუდის არაბეთი , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მინისტრის მოადგილე: საქართველო გახდა წარმატებული რეფორმების სიმბოლო
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ურთიერთობების განმტკიცება საუდის არაბეთის სამეფოსთან, როგორც ყურეში და მთლიანად არაბულ სამყაროში ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან და მთლიანად არაბულ სამყაროში.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო გახდა წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების სიმბოლო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმზე.
საქართველოს სავაჭრო პალატა 250-ზე მეტი კომპანიის მონაწილეობით საქართველო-საუდის არაბეთის მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს
ორმხრივ ბიზნეს-ფორუმში 70-მდე საუდელი ბიზნესმენი მონაწილეობდა, რომლებიც ქვეყანაში საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარე ჰასან ალ - ჰუვაიზისთან ერთად ჩამოვიდნენ.
„საქართველო წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების სიმბოლოდ იქცა. ქვეყანამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ეკონომიკური თავისუფლების, ბაზრებზე წვდომისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით", - განაცხადა არველაძემ.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა საშუალოდ 10% შეადგინა, ხოლო 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული, 2,2 მილიარდი აშშ დოლარის შემოდინება მოხდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%. „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10%.
როგორც არველაძემ ბიზნეს-ფორუმის მონაწილეების წინაშე წიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ურთიერთობების განმტკიცება საუდის არაბეთის სამეფოსთან, როგორც ყურეში და მთლიანად არაბულ სამყაროში ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან და მთლიანად არაბულ სამყაროში.
მისი თქმით, ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, ბოლო წლებში კი ნარჩუნდება მზარდი ტენდენცია ორივე მიმართულებით.
მისი თქმით, 2023 წელს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 25%-ით გაიზარდა, ექსპორტი კი 13%-ით.
ასევე, საუდის არაბეთიდან ინვესტიციების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში იგეგმება მოლაპარაკებების დაწყება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე.
მინისტრის მოადგილემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა 2023 წელს საქართველოსა და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების მიერ ბიზნეს-საბჭოს დაფუძნებას, რომელიც სამუშაო შეხვედრებს რეგულარულად მართავს და ხელს უწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას.
მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის, რომელთა თანამშრომლობის შედეგადაც საქართველოში 50 მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ბიზნესწრეების - ვაჭრობის, ლოჯისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT-ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობის სფეროს წარმომადგენლებმა. ბიზნეს-ფორუმის შემდეგ გაიმართა B2B-შეხვედრები.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.