ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა

© Sputnik / Alexander Imedashviliრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2024
გამოწერა
უწყების ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2, 6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 339,9 მლნ ლარით მეტია.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 115,2%-ით შეასრულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,
სამინისტრო საქართველოში ახორციელებს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობას, ქალაქებისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას.
2024 წელს უწყების ბიუჯეტმა შეადგინა 3,4 მილიარდი ლარი, საიდანაც 1,9 მილიარდი გამოიყო გზების მშენებლობაზე, დანარჩენი თანხა კი ინფრასტრუქტურის და წყალმომარაგების სისტემის შეკეთებასა და სკოლების მშენებლობას მოხმარდა.
სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2, 6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 339,9 მლნ ლარით მეტია.
„სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 255,8 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის გეგმებს გადააჭარბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც, რომლებმაც სახსრები ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს.
ამგვარად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხარჯმა 1,6 მილიონი ლარი (გეგმის 121%), შეადგინა , საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხარჯმა -584,8 მილიონი ლარი (გეგმის 105%) , ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 393,5 მილიონი ლარი (გეგმის 110%) ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 35,9 მილიონი ლარი (გეგმის 126 %).
ყველა ახალი ამბავი
0