https://sputnik-georgia.com/20241003/deputati-ratom-amartlebs-ashsh-saelcho-isfed-tyuils-290188377.html
დეპუტატი: საქართველოში არჩევნების წინ რატომ ამართლებს ამერიკის საელჩო ISFED ტყუილს?
დეპუტატი: საქართველოში არჩევნების წინ რატომ ამართლებს ამერიკის საელჩო ISFED ტყუილს?
Sputnik საქართველო
ოთხშაბათს, აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. 03.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-03T22:06+0400
2024-10-03T22:06+0400
2024-10-03T22:06+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/07/269264880_0:964:2048:2116_1920x0_80_0_0_ad8c01cbab856613d48feebaa48ce5f1.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. გაუგებარია, რატომ ამართლებს ამერიკის საელჩო, განსაკუთრებით არჩევნების წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ISFED), რომელმაც ბოლოს ხმების პარალელური დათვლის ცრუ შედეგები გამოაქვეყნა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.ოთხშაბათს, აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. საუბარია ბანერზე წარწერით „რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1,8%-ის გამო?" და კომენტარზე, რომ საქართველოს მმართველი პარტია ცრუობს, როცა ამბობს, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა.მისი თქმით, გაუგებარია, რაში დასჭირდა ამერიკის საელჩოს ასეთი ორგანიზაციის გამართლება.„ამიტომაც ვერ ვხვდები, რა პოლიტიკასა და მიზნობრიობაში უნდა ჯდებოდეს ISFED-ისა და ამ ტყუილის გამართლება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა დეპუტატმა.თავის მხრივ, დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ აშშ-ის განცხადებას „საზოგადოებისთვის პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენება" უწოდა.„ეს იყო საქართველოში რევოლუციის დაწყების მცდელობა, რომელიც თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული. ISFED-მა კარტ-ბლანში გადასცა „კოლექტიური ნაცმოძრაობას“, განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა.ხელისუფლება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს პირველ რიგში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების პარტიებს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაცმოძრაობა“ და მისგან წასული პოლიტიკოსების პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახლი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“, ასევე „ლელო საქართველოსთვის“, „რესპუბლიკური პარტია და სხვ.ISFED-ის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს სისულელე და ბინძური კამპანია უწოდა ოპოზიციური პარტია „ერთობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ. „ისინი (ხელისუფლება – რედ.) მანიპულირებენ და თავიანთი განცხადებებით თავად ქმნიან ქაოსს“, - განაცხადა ვაშაძის თანამებრძოლმა თამარ კორძაიამ.დამნაშავე ფორმულაა2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მეორე დღეს გახდა ცნობილი. ცესკომ ხმების 100% დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,15% მიიღო, ISFED-მა კი გამოაცხადა 45,8%.ოპოზიციის თითქმის თვენახევრიანი პროტესტის შემდეგ, რომელმაც ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა, ISFED-მ დაშვებული შეცდომა აღიარა. ხმების პარალელური დათვლის 2020 წლის 11 დეკემბრის განახლებული შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ხმების 47,6% მიიღო. ანუ ISFED-ის თავდაპირველი მონაცემები 1,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო შესწორებულზე და 2,34 პროცენტული პუნქტით ნაკლები ცესკოს შედეგებზე.როგორც მაშინ ISFED-მ განმარტა, პრობლემა ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩნდა. კერძოდ, დაითვალეს ბათილი ბიულეტენები. ISFED-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეცდომის გამოსწორების შემდეგ, შედეგები ოდნავ შეიცვალა და ეს არანაირად არ მოქმედებს მხარეთა მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (PVT) მეშვეობით ცესკოს პარალელურად აწარმოებდა.აშშ არასამთავრობოების დაცვის სადარაჯოზესაქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაასახელა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"(ISFED) როგორც არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მაგალითი, რომელიც ყველაფერთან ერთად, ფინანსდება საზღვარგარეთიდან.2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ISFED აკვირდებოდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა საქართველოში პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ფარგლებში. „სამართლიანი არჩევნები“ ამჯერადაც დარეგისტრირებულია ცესკოში, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.ოთხშაბათს აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფოგრაფიკა ქართულენოვანი წარწერით „რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1,8%-ის გამო?" და დიაგრამით.დიაგრამაზე ნაჩვენებია ხმების პარალელური დათვლის პირველადი და განახლებული შედეგები „ქართული ოცნებისა“ და არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კოალიციისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია". აღნიშნულ ბანერს ახლავს კომენტარი - „ქართული ოცნების“ მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა".აშშ-ის საელჩომ მმართველ პარტიას ასეთი შეფასება საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მისცა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/07/269264880_0:772:2048:2308_1920x0_80_0_0_39a4d19b59a820eef5a6e3285d4ab3c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
დეპუტატი: საქართველოში არჩევნების წინ რატომ ამართლებს ამერიკის საელჩო ISFED ტყუილს?
ოთხშაბათს, აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. გაუგებარია, რატომ ამართლებს ამერიკის საელჩო, განსაკუთრებით არჩევნების წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ISFED), რომელმაც ბოლოს ხმების პარალელური დათვლის ცრუ შედეგები გამოაქვეყნა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
ოთხშაბათს, აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. საუბარია ბანერზე წარწერით „რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1,8%-ის გამო?" და კომენტარზე, რომ საქართველოს მმართველი პარტია ცრუობს, როცა ამბობს, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა.
„ამ ბანერზე 1,8%-ს ვხედავთ, რომელიც რეალურად 2,5%-ია, მაგრამ ამაშიც არ არის საქმე. ეს არის 50 ათასამდე ამომრჩევლის ხმა, რომლის თურმე მოპარვაშიც გვადანაშაულებდა ISFED-ი და დაზუსტებულად უკვე გაცხადებულია, რომ იგი იტყუებოდა", - განაცხადა წილოსანმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, გაუგებარია, რაში დასჭირდა ამერიკის საელჩოს ასეთი ორგანიზაციის გამართლება.
„ამიტომაც ვერ ვხვდები, რა პოლიტიკასა და მიზნობრიობაში უნდა ჯდებოდეს ISFED-ისა და ამ ტყუილის გამართლება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა დეპუტატმა.
თავის მხრივ, დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ აშშ-ის განცხადებას „საზოგადოებისთვის პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენება" უწოდა.
„ეს იყო საქართველოში რევოლუციის დაწყების მცდელობა, რომელიც თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული. ISFED-მა კარტ-ბლანში გადასცა „კოლექტიური ნაცმოძრაობას“, განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა.
ხელისუფლება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს პირველ რიგში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების პარტიებს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაცმოძრაობა“ და მისგან წასული პოლიტიკოსების პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახლი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“, ასევე „ლელო საქართველოსთვის“, „რესპუბლიკური პარტია და სხვ.
„ამერიკის საელჩოს მხრიდან ადგილი აქვს თემით ნიველირების მცდელობას, რასაც მოჰყვა ექვსთვიანი ზეწოლა პარლამენტზე, ზეწოლა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და არჩევნების (შედეგების - რედ.) გაუქმების მცდელობა“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიძემ.
ISFED-ის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს სისულელე და ბინძური კამპანია უწოდა ოპოზიციური პარტია „ერთობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ.
„ისინი (ხელისუფლება – რედ.) მანიპულირებენ და თავიანთი განცხადებებით თავად ქმნიან ქაოსს“, - განაცხადა ვაშაძის თანამებრძოლმა თამარ კორძაიამ.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მეორე დღეს გახდა ცნობილი. ცესკომ ხმების 100% დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,15% მიიღო, ISFED-მა კი გამოაცხადა 45,8%.
ოპოზიციის თითქმის თვენახევრიანი პროტესტის შემდეგ, რომელმაც ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა, ISFED-მ დაშვებული შეცდომა აღიარა.
ხმების პარალელური დათვლის 2020 წლის 11 დეკემბრის განახლებული შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ხმების 47,6% მიიღო. ანუ ISFED-ის თავდაპირველი მონაცემები 1,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო შესწორებულზე და 2,34 პროცენტული პუნქტით ნაკლები ცესკოს შედეგებზე.
როგორც მაშინ ISFED-მ განმარტა, პრობლემა ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩნდა. კერძოდ, დაითვალეს ბათილი ბიულეტენები. ISFED-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეცდომის გამოსწორების შემდეგ, შედეგები ოდნავ შეიცვალა და ეს არანაირად არ მოქმედებს მხარეთა მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (PVT) მეშვეობით ცესკოს პარალელურად აწარმოებდა.
აშშ არასამთავრობოების დაცვის სადარაჯოზე
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაასახელა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"(ISFED) როგორც არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მაგალითი, რომელიც ყველაფერთან ერთად, ფინანსდება საზღვარგარეთიდან.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ISFED აკვირდებოდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა საქართველოში პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ფარგლებში. „სამართლიანი არჩევნები“ ამჯერადაც დარეგისტრირებულია ცესკოში, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
ოთხშაბათს აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფოგრაფიკა ქართულენოვანი წარწერით „რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1,8%-ის გამო?" და დიაგრამით.
დიაგრამაზე ნაჩვენებია ხმების პარალელური დათვლის პირველადი და განახლებული შედეგები „ქართული ოცნებისა“ და არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კოალიციისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია".
აღნიშნულ ბანერს ახლავს კომენტარი - „ქართული ოცნების“ მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა".
აშშ-ის საელჩომ მმართველ პარტიას ასეთი შეფასება საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მისცა.