„აგენტების რეესტრში“ რეგისტრირებული ორგანიზაციების რიცხვი იზრდება

© AP Photo / Kin Cheungინტერნეტმომხმარებლები
ინტერნეტმომხმარებლები - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2024
გამოწერა
სპეციალურ რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის განაცხადი მთლიანობაში 476-მა არასამთავრობო და მედიასაშუალებამ შეიტანა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში უცხოური ძალების ინტერესების ხელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში 15 არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალურ რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის განაცხადი, რომელიც 1 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გაგრძელდა, მთლიანობაში 476-მა არასამთავრობო და მედიასაშუალებამ შეიტანა. იუსტიციის სამინისტრო უცხოური ძალების ინტერესების გამტარი ორგანიზაციების შესახებ მონაცემებს 30 სექტემბრიდან აქვეყნებს.
რეესტრის მონაცემების თანახმად, სიაში მოხვდა:
1.
„საქართველოს უკრაინელთა ახალგაზრდული ორგანიზაცია-სვიტანოკი"
2.
„საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი"
3.
„ქუთაისის მოზარდთა სახლი"
4.
„ქრისტიანთა კავშირი"
5.
„ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი"
6.
„გოგონები - მსოფლიოს ლიდერები"
7.
„თბილისის მოზარდთა სახლი"
8.
„საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფი"
9.
„საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაცია"
10.
„მოქალაქე - სამოქალაქო გაერთიანება საზოგადოების განათლებისა და განვითარებისათვის“
11.
„ინკლუზივ პრაქტისეზ" (Inclusive practices)
12.
„უკრაინულ-ქართული ჰაბი"
13.
„ინიციატივების, განვითარებისა და დასაქმების ასოციაცია"
14.
„დოგს ამბულანსე. უსახლკარო ზაღლები დახმარების კლუბი „არ იდარდო"
15.
„ქართულ-უკრაინული პლატფორმა"
ორგანიზაციებმა წარადგინეს დეკლარაციები, რომლებშიც მიუთითეს უცხოეთიდან მიღებული შემოსავალი და კომპანიის ხარჯები, ასევე ფინანსური მდგომარეობა.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყველა „უცხოელმა აგენტმა“ უნდა შეავსოს მთელი რიგი დოკუმენტები და წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ასეთი სულ 11 დოკუმენტია.
პირველი წარმოადგენს შემოსავლის შესახებ ზოგად ინფორმაციას და მოიცავს როგორც შემოსავლის სახეს და დანიშნულებას, ასევე შემოსავლის წყაროს და იმ ქვეყნის მითითებას, საიდანაც არის მიღებული შემოსავალი, ანგარიშს, საიდანაც შემოსავალი გადაირიცხა და შემოსავლის აღწერას.
მეორე დოკუმენტი ეხება უშუალოდ ხარჯებს - იგი მოიცავს როგორც სახელფასო ხარჯებს, სადაც მითითებულია თანამშრომლების ყველა პერსონალური მონაცემი, ასევე ოფისის, მედიკამენტების, კვების, სერვისების, ტრანსპორტის, გართობის, მივლინებების, რეკლამების, კონფერენციებისა და ღონისძიებების ხარჯებს. ამასთან, ხარჯების შესახებ დოკუმენტების შევსებისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ უნდა მიუთითონ ამ ხარჯების მიზნები და დრო თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში.
დანარჩენი დოკუმენტები ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების ფაქტობრივ ფინანსურ მდგომარეობას, მათ შორის ბანკში და სალაროში სახსრების არსებობას, ინფორმაციას დეპოზიტების, სესხების, გადასახადების, ქონების და ფინანსური ვალდებულებების შესახებ.
ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეტალური ანგარიში უნდა ჩააბარონ ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ხარჯების შესახებ მიზნისა და თარიღის მითითებით.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0