https://sputnik-georgia.com/20241002/xashurshi-ukanonod-mopovebuli-xetye-gamoavlines-290157504.html
ხაშურში უკანონოდ მოპოვებული ხეტყე გამოავლინეს
ხაშურში უკანონოდ მოპოვებული ხეტყე გამოავლინეს
Sputnik საქართველო
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. 02.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-02T18:13+0400
2024-10-02T18:13+0400
2024-10-02T18:13+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281234250_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_1cd32be2e76e27849987af6ad408bdb0.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.სააგენტოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული 20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი სამართალდამრღვევის საკარმიდამო ნაკვეთში დამონტაჟებული რეგისტრირებული სახერხი-საამქროს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.უწყების ცნობით, კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი, სახერხი საამქრო დაილუქა, მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281234250_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_3e78446a20ba0960a8e1edf5523a7b83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
ხაშურში უკანონოდ მოპოვებული ხეტყე გამოავლინეს
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული 20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი სამართალდამრღვევის საკარმიდამო ნაკვეთში დამონტაჟებული რეგისტრირებული სახერხი-საამქროს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი, სახერხი საამქრო დაილუქა, მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.