https://sputnik-georgia.com/20241002/ruset-ukrainis-konfliqti-290156097.html
მოსაზრება: ისრაელის სპეციალური სამხედრო ოპერაცია ლიბანში კიევის რეჟიმს ამთავრებს
მოსაზრება: ისრაელის სპეციალური სამხედრო ოპერაცია ლიბანში კიევის რეჟიმს ამთავრებს
Sputnik საქართველო
ისრაელის „შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია“ ლიბანში, რომელიც სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ახალი ფრონტის გახსნას წარმოადგენს, ასახავს ბენიამინ ნეთანიაჰუს... 02.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-02T09:03+0400
2024-10-02T09:03+0400
2024-10-02T09:03+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/01/290140193_0:32:3072:1760_1920x0_80_0_0_fa149d96ba8b902f20e49b54a8e38b2e.jpg
ისრაელის „შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია“ ლიბანში, რომელიც სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ახალი ფრონტის გახსნას წარმოადგენს, ასახავს ბენიამინ ნეთანიაჰუს მტკიცე კურსს საომარი მოქმედებების ესკალაციისკენ, რამდენიმე მეზობელი ქვეყნის, აშშ-ის და ნატოს ჩართვით. ისრაელის სპეცოპერაცია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, სახელწოდებით „ჩრდილოეთის ისრები“, არის მესამე მცდელობა სამხრეთ ლიბანის გაწმენდისა. ეს მოითხოვს პენტაგონის მნიშვნელოვან რესურსებს და ობიექტურად უკრაინულ პრობლემას გეოპოლიტიკის განაპირა მდგომარეობაში აყენებს.ისრაელმა 30 სექტემბერს ღამით, ლიბანში ჯარები შეიყვანა „ჰეზბოლას“ სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობის საყრდენი პუნქტების გასანადგურებლად. მანამდე ლიბანის საზღვართან განლაგდა ხუთი ბრიგადა. ავიაციისა და არტილერიის დაფარვის ქვეშ, ისრაელის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ახორციელებენ „მიზანმიმართულ რეიდებს, ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, ტერორისტული მიზნებისა და „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“. ამავდროულად, ისრაელის ხელმძღვანელობა სამხრეთ ლიბანის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. მოვლენები უარყოფითი სცენარით ვითარდება, რაც შეუქცევად და გაუთვალისწინებელ შედეგებს იწვევს.„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ოპერაციებს წინ უძღოდა: თითქმის ერთწლიანი საომარი მოქმედებები ისრაელის არმიასა და „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობას“ (HAMAS) შორის ღაზას სექტორში, ახლახან ლიბანური ჯგუფის წევრების პეიჯერების მასობრივი აფეთქებები (17 სექტემბერს), სამხრეთ ლიბანის მასიური დაბომბვა (23 სექტემბრიდან), პოლიტიკური მკვლელობა ბეირუთში (27 სექტემბერს) შიიტური მოძრაობის ლიდერის, ჰასან ნასრალას და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერლის, აბას ნილფარუშანის, აგრეთვე სირიისა და იემენის დაბომბვები თეთრი ფოსფორით.მიუხედავად ასეთი მასიური და მძლავრი „არტილერიული მომზადებისა“, სამხრეთ ლიბანი ისრაელელებს ადვილ „საფარს“ არ ჰპირდება Apache-ის ვერტმფრენებითა და Merkava-ს ტანკებით.„ჰეზბოლას“ რიგებში, სხვადასხვა შეფასებით, 50 000-დან 100 000-მდე კარგად შეიარაღებული მებრძოლია, რომლებმაც 29 სექტემბერს შეძლეს „დავითის ქვის“ (David’s Sling) ისრაელის საჰაერო თავდაცვის ბატარეის განადგურება. მეორე ლიბანური ომის (2006 წლის) დროს, ისრაელის ჯარები საწყის პოზიციებზე დააბრუნეს.რეგიონში მნიშვნელოვან როლს ირანი ასრულებს. „ჰეზბოლას“ სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების შემთხვევისთვის, აშშ-მა სამხედრო ძალების მზადყოფნა გაზარდა და რეგიონში მეტი გამანადგურებელი გაგზავნა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ პირდაპირ მიმართა ირანელ ხალხს და დაჰპირდა, რომ მათი ქვეყანა მალე „საბოლოოდ გათავისუფლდება“ არსებული „ტირანიისგან“. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ქვეყნები თავადაც შეძლებენ ისრაელის აგრესიისგან დაცვას, თუნდაც ირანული მოხალისეების ჩაურევლად.ამასობაში, გუშინ ერაყის წინააღმდეგობის მებრძოლებმა ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზას რაკეტა ესროლეს. იემენელმა ჰუსიტებმა უკვე მეთერთმეტე MQ-9 Reaper ამერიკული უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს.ათასწლიანი ომიოპერაცია „ჩრდილოეთის ისრების“ მასშტაბი მოგვიანებით შეფასდება, თუმცა ბეირუთის მრავალრიცხოვანი საჰაერო დარტყმები და მშვიდობიანი ლიბანელების დაღუპვა (100-მდე ადამიანი დღეში), აგრეთვე ირანის საელჩოს დაბომბვა დამასკოში, უკვე „შეზღუდულობაზე“ ნათლად მეტყველებს.დღეს ისრაელი ოთხი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის, ირანთან არაპირდაპირი ომის ჩათვლით. ეს არ არის საუკეთესო გზა რეგიონული უსაფრთხოების გასამტკიცებლად.ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა აღნიშნა: „ისინი ახლა მთელი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან, ბომბავენ ლიბანის დედაქალაქს და ასევე, მეზობელი სირიის დედაქალაქს. ამასთან, არავინ არ დაგმო ისრაელი: არც აშშ, არც ნატოს წევრებმა... პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ნებისმიერ ომს დათანხმდება, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩეს... სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, რადგან სხვა ქვეყნები ადვილად შეიძლება, ჩაერთონ ისრაელის მიერ წამოწყებულ ხოცვა-ჟლეტაში“.ნეთანიაჰუს პოზიცია „განპირობებულია“ ძველი პალესტინის ტერიტორიაზე საუკუნოვანი არაბულ-ისრაელური კონფლიქტებით. დღეს ირანი ისრაელის ნომერ პირველი მტერია. ხოლო ლიბანური (შიიტური) და სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობა „ჰეზბოლა“ (ანუ, „ღმერთის პარტია“) – ირანის მთავარი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში (იგიისრაელში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და კანადაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული).„ჰეზბოლას“ შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ირანელი ინსტრუქტორები, რომლებმაც 1980-იან წლებში ბექაას ხეობაში საწვრთნელი ბანაკების ქსელი ჩამოაყალიბეს.თანამედროვე „ჰეზბოლა“ წარმატებით ახორციელებს ფართომასშტაბიან სარაკეტო-საარტილერიო დარტყმებს ისრაელის მთელი ტერიტორიის მნიშვნელოვან სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რაც გააკეთა კიდეც ღაზას სექტორში ისრაელის ოპერაციის შემზარავი მსხვერპლის შემდეგ (პენტაგონის მონაცემებით, ექვს თვეში ისრაელმა 25 ათასზე მეტი არაბი ქალი და ბავშვი მოკლა). „ჰეზბოლას“ სამიზნეების სიაშია ავიაბაზები რამათ-დავიდი და მეგიდო, იარაღის საწყობები ბაზა ნიმრაზე, ლოგისტიკური ცენტრი ამოსი, ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანა ზიხრონში.ისრაელის არმია, გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, ვაშინგტონის კარგად შეიარაღებულ პროქსი-ფორმირებას წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ინტერესების დასაცავად. არ არის შემთხვევითი, რომ თეთრ სახლში განაცხადეს, თითქოს, ისრაელის არმიის რეიდები ლიბანში „ისრაელის მოქალაქეების დაცვის უფლებას“ შეესაბამება. მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, ისრაელი და აშშ, უბრალოდ, განწირულნი არიან „ათასწლიანი ომისთვის“ არაბულ სამყაროსთან, ამ მდიდარი ნახშირწყალბადების მქონე რეგიონში.მეორეს მხრივ, ისრაელის აგრესია დასავლურ საბრძოლო მასალებს უკრაინული სამხედრო თეატრისთვის სულ უფრო ამცირებს. რაც უფრო გრძელდება ომი, მით უფრო შესამჩნევია ნატოს მომარაგების შემცირება კიევის რეჟიმისთვის. ევროპასა და აშშ-ს არ ჰყოფნით იარაღისა და სამხედრო წარმოების რესურსები ერთდროულად ორი ომისთვის. ამერიკელებისთვის უმაღლესი პრიორიტეტად ისრაელის დახმარება რჩება – იგი მათი სტრატეგიული პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში.ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „ინერციით“ აგრძელებენ წინააღმდეგობას, მაგრამ დასავლელი „მოკავშირეები“ უკვე ამზადებენ კიევს უახლოეს კაპიტულაციასა და უპირობო ნეიტრალიტეტზე გადასვლისთვის.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/01/290140193_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_3baa8980e6cf3d465a2f446c6d868aa7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ისრაელის „შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია“ ლიბანში, რომელიც სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ახალი ფრონტის გახსნას წარმოადგენს, ასახავს ბენიამინ ნეთანიაჰუს მტკიცე კურსს საომარი მოქმედებების ესკალაციისკენ, რამდენიმე მეზობელი ქვეყნის, აშშ-ის და ნატოს ჩართვით. ისრაელის სპეცოპერაცია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, სახელწოდებით „ჩრდილოეთის ისრები“, არის მესამე მცდელობა სამხრეთ ლიბანის გაწმენდისა. ეს მოითხოვს პენტაგონის მნიშვნელოვან რესურსებს და ობიექტურად უკრაინულ პრობლემას გეოპოლიტიკის განაპირა მდგომარეობაში აყენებს.
ისრაელმა 30 სექტემბერს ღამით, ლიბანში ჯარები შეიყვანა „ჰეზბოლას“ სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობის საყრდენი პუნქტების გასანადგურებლად. მანამდე ლიბანის საზღვართან განლაგდა ხუთი ბრიგადა. ავიაციისა და არტილერიის დაფარვის ქვეშ, ისრაელის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ახორციელებენ „მიზანმიმართულ რეიდებს, ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, ტერორისტული მიზნებისა და „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“. ამავდროულად, ისრაელის ხელმძღვანელობა სამხრეთ ლიბანის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. მოვლენები უარყოფითი სცენარით ვითარდება, რაც შეუქცევად და გაუთვალისწინებელ შედეგებს იწვევს.
„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ოპერაციებს წინ უძღოდა: თითქმის ერთწლიანი საომარი მოქმედებები ისრაელის არმიასა და „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობას“ (HAMAS) შორის ღაზას სექტორში, ახლახან ლიბანური ჯგუფის წევრების პეიჯერების მასობრივი აფეთქებები (17 სექტემბერს), სამხრეთ ლიბანის მასიური დაბომბვა (23 სექტემბრიდან), პოლიტიკური მკვლელობა ბეირუთში (27 სექტემბერს) შიიტური მოძრაობის ლიდერის, ჰასან ნასრალას და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერლის, აბას ნილფარუშანის, აგრეთვე სირიისა და იემენის დაბომბვები თეთრი ფოსფორით.
მიუხედავად ასეთი მასიური და მძლავრი „არტილერიული მომზადებისა“, სამხრეთ ლიბანი ისრაელელებს ადვილ „საფარს“ არ ჰპირდება Apache-ის ვერტმფრენებითა და Merkava-ს ტანკებით.
„ჰეზბოლას“ რიგებში, სხვადასხვა შეფასებით, 50 000-დან 100 000-მდე კარგად შეიარაღებული მებრძოლია, რომლებმაც 29 სექტემბერს შეძლეს „დავითის ქვის“ (David’s Sling) ისრაელის საჰაერო თავდაცვის ბატარეის განადგურება. მეორე ლიბანური ომის (2006 წლის) დროს, ისრაელის ჯარები საწყის პოზიციებზე დააბრუნეს.
რეგიონში მნიშვნელოვან როლს ირანი ასრულებს. „ჰეზბოლას“ სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების შემთხვევისთვის, აშშ-მა სამხედრო ძალების მზადყოფნა გაზარდა და რეგიონში მეტი გამანადგურებელი გაგზავნა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ პირდაპირ მიმართა ირანელ ხალხს და დაჰპირდა, რომ მათი ქვეყანა მალე „საბოლოოდ გათავისუფლდება“ არსებული „ტირანიისგან“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ქვეყნები თავადაც შეძლებენ ისრაელის აგრესიისგან დაცვას, თუნდაც ირანული მოხალისეების ჩაურევლად.
ამასობაში, გუშინ ერაყის წინააღმდეგობის მებრძოლებმა ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზას რაკეტა ესროლეს. იემენელმა ჰუსიტებმა უკვე მეთერთმეტე MQ-9 Reaper ამერიკული უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს.
ოპერაცია „ჩრდილოეთის ისრების“ მასშტაბი მოგვიანებით შეფასდება, თუმცა ბეირუთის მრავალრიცხოვანი საჰაერო დარტყმები და მშვიდობიანი ლიბანელების დაღუპვა (100-მდე ადამიანი დღეში), აგრეთვე ირანის საელჩოს დაბომბვა დამასკოში, უკვე „შეზღუდულობაზე“ ნათლად მეტყველებს.
დღეს ისრაელი ოთხი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის, ირანთან არაპირდაპირი ომის ჩათვლით. ეს არ არის საუკეთესო გზა რეგიონული უსაფრთხოების გასამტკიცებლად.
ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა აღნიშნა: „ისინი ახლა მთელი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან, ბომბავენ ლიბანის დედაქალაქს და ასევე, მეზობელი სირიის დედაქალაქს. ამასთან, არავინ არ დაგმო ისრაელი: არც აშშ, არც ნატოს წევრებმა... პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ნებისმიერ ომს დათანხმდება, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩეს... სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, რადგან სხვა ქვეყნები ადვილად შეიძლება, ჩაერთონ ისრაელის მიერ წამოწყებულ ხოცვა-ჟლეტაში“.
ნეთანიაჰუს პოზიცია „განპირობებულია“ ძველი პალესტინის ტერიტორიაზე საუკუნოვანი არაბულ-ისრაელური კონფლიქტებით. დღეს ირანი ისრაელის ნომერ პირველი მტერია. ხოლო ლიბანური (შიიტური) და სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობა „ჰეზბოლა“ (ანუ, „ღმერთის პარტია“) – ირანის მთავარი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში (იგიისრაელში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და კანადაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული).
„ჰეზბოლას“ შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ირანელი ინსტრუქტორები, რომლებმაც 1980-იან წლებში ბექაას ხეობაში საწვრთნელი ბანაკების ქსელი ჩამოაყალიბეს.
თანამედროვე „ჰეზბოლა“ წარმატებით ახორციელებს ფართომასშტაბიან სარაკეტო-საარტილერიო დარტყმებს ისრაელის მთელი ტერიტორიის მნიშვნელოვან სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რაც გააკეთა კიდეც ღაზას სექტორში ისრაელის ოპერაციის შემზარავი მსხვერპლის შემდეგ (პენტაგონის მონაცემებით, ექვს თვეში ისრაელმა 25 ათასზე მეტი არაბი ქალი და ბავშვი მოკლა). „ჰეზბოლას“ სამიზნეების სიაშია ავიაბაზები რამათ-დავიდი და მეგიდო, იარაღის საწყობები ბაზა ნიმრაზე, ლოგისტიკური ცენტრი ამოსი, ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანა ზიხრონში.
ისრაელის არმია, გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, ვაშინგტონის კარგად შეიარაღებულ პროქსი-ფორმირებას წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ინტერესების დასაცავად. არ არის შემთხვევითი, რომ თეთრ სახლში განაცხადეს, თითქოს, ისრაელის არმიის რეიდები ლიბანში „ისრაელის მოქალაქეების დაცვის უფლებას“ შეესაბამება. მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, ისრაელი და აშშ, უბრალოდ, განწირულნი არიან „ათასწლიანი ომისთვის“ არაბულ სამყაროსთან, ამ მდიდარი ნახშირწყალბადების მქონე რეგიონში.
მეორეს მხრივ, ისრაელის აგრესია დასავლურ საბრძოლო მასალებს უკრაინული სამხედრო თეატრისთვის სულ უფრო ამცირებს. რაც უფრო გრძელდება ომი, მით უფრო შესამჩნევია ნატოს მომარაგების შემცირება კიევის რეჟიმისთვის. ევროპასა და აშშ-ს არ ჰყოფნით იარაღისა და სამხედრო წარმოების რესურსები ერთდროულად ორი ომისთვის. ამერიკელებისთვის უმაღლესი პრიორიტეტად ისრაელის დახმარება რჩება – იგი მათი სტრატეგიული პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში.
ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „ინერციით“ აგრძელებენ წინააღმდეგობას, მაგრამ დასავლელი „მოკავშირეები“ უკვე ამზადებენ კიევს უახლოეს კაპიტულაციასა და უპირობო ნეიტრალიტეტზე გადასვლისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე