https://sputnik-georgia.com/20241002/premieri-prezidenti-psevdoliberaluri-propagandis-mxareze-dadga-290164197.html
პრემიერი: პრეზიდენტი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს დადგა
პრემიერი: პრეზიდენტი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს დადგა
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა 02.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-02T21:00+0400
2024-10-02T21:00+0400
2024-10-02T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
კანონმდებლობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/15/288537521_0:0:1988:1118_1920x0_80_0_0_5b03927be8769d5f42059fb4aa22b88c.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტების პაკეტზე ხელმოწერაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უარი მიუთითებს იმაზე, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის ნაცვლად იგი მხარს უჭერს ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 17 სექტემბერს პარლამენტის მიერ მიღებულ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, ანუ ხელი არ მოაწერა და ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს კანონპროექტებზე ხელმოწერისთვის ხუთი დღე აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/15/288537521_186:0:1801:1211_1920x0_80_0_0_0b479811ac70b87bace2976df8afd291.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, კანონმდებლობა
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, კანონმდებლობა
პრემიერი: პრეზიდენტი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს დადგა
ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტების პაკეტზე ხელმოწერაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უარი მიუთითებს იმაზე, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის ნაცვლად იგი მხარს უჭერს ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 17 სექტემბერს პარლამენტის მიერ მიღებულ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
„ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების დაცვის მხარეს, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ დადგა სწორედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა და რა ძალების მიერ არის მართული სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა კობახიძემ.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, ანუ ხელი არ მოაწერა და ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს კანონპროექტებზე ხელმოწერისთვის ხუთი დღე აქვს.