https://sputnik-georgia.com/20241002/parlamentma-lgbt-propagandis-akrzalvis-kanons-xeli-ar-moawera-290158200.html
პრეზიდენტმა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს ხელი არ მოაწერა
პრეზიდენტმა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს ხელი არ მოაწერა
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, 02.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-02T11:25+0400
2024-10-02T11:25+0400
2024-10-02T11:50+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283440211_0:156:3364:2048_1920x0_80_0_0_c26ce876887b815ed93fb66fcba40a03.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა - საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, ანუ ხელი არ მოაწერა და ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს კანონპროექტებზე ხელმოწერისთვის ხუთი დღე აქვს.„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტების პაკეტის სახით მიღება საკმარისი არ არის.კონსტიტუციური კანონი, ისევე როგორც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები, მიიღება დეპუტატების 3/4-ის მხარდაჭერით, ანუ პარლამენტის არანაკლებ 113 წევრით. შესაბამისად, ამ კანონის მიღება მოქმედ პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283440211_400:150:2931:2048_1920x0_80_0_0_5b46976d21b37927f911f8c6e949ff90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
პრეზიდენტმა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს ხელი არ მოაწერა
11:25 02.10.2024 (განახლებულია: 11:50 02.10.2024) ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა,
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა - საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, ანუ ხელი არ მოაწერა და ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს კანონპროექტებზე ხელმოწერისთვის ხუთი დღე აქვს.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტების პაკეტის სახით მიღება საკმარისი არ არის.
კონსტიტუციური კანონი, ისევე როგორც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები, მიიღება დეპუტატების 3/4-ის მხარდაჭერით, ანუ პარლამენტის არანაკლებ 113 წევრით. შესაბამისად, ამ კანონის მიღება მოქმედ პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.