https://sputnik-georgia.com/20241002/acharashi-citrusis-gadamamushavebeli-sawarmo-gaixsna-290169971.html
აჭარაში ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
აჭარაში ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
Sputnik საქართველო
2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრამდე საქართველომ 23,4 მილიონი დოლარის ღირებულების 36,2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განახორციელა. 02.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-02T22:25+0400
2024-10-02T22:25+0400
2024-10-02T22:25+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290167847_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_c2bf1dab7c84257efb641b1a0b754ee8.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.ქობულეთის საწარმოში ქართულ-სლოვაკური ინვესტიცია კომპანიამ „შპს იბერია ორბი“ განახორციელა. ამ ეტაპისთვის, 3,5 მლნ ევროზე მეტი დაიხარჯა, თუმცა კომპანია დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს.ქარხანა სარეალიზაციოდ მოამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის ტრანსპორტირებისთვის. ასევე აქვს სამაცივრო მეურნეობა 3 ათას ტონამდე ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად. როგორც კომპანიაში განაცხადეს, მზად არიან უკვე მიმდინარე წელს ადგილობრივი ფერმერებისგან შეისყიდონ და გადაამუშაონ მანდარინი. ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება და შეუძლია რეგიონში შემოიტანოს ამ ინდუსტრიისთვის საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და კომპეტენცია.მისი შეფასებით, ეს არის გრძელვადიანი ინვესტორი, რომელსაც აქვს გამოცდილება წარმოების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საკვებ ინდუსტრიაში და შესაბამისად, ამ საქმის წარმატებით გაგრძელებისთვის არსებობს ყველა წინაპირობა, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ინვესტიციები იყოს წარმატებული.„ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი - ამ საწარმოდან, შესაძლოა, მივიღოთ უკვე კარგად მოდერნიზებული, კონკურენტუნარიანი ახალი საწარმო, რომელსაც განვითარების დიდი პერსპექტივა ექნება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. საუბარია არა მხოლოდ აღნიშნული საწარმოს ახალ სიცოცხლეზე, არამედ მის შემდგომ განვითარებაზე, რაც დამატებითი წარმოების ახალი ხაზების გაშვებას გულისხმობს, დასძინა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება მნიშვნელოვანი საწარმო იმ ღირებულებათა ჯაჭვში, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესებას სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების, მათი მოსავლის დაბინავების კუთხით და ასევე გააძლიერებს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.„მისასალმებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, თუმცა, განსაკუთრებით მისასალმებელია ხარისხიანი უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კონკურენტუნარიანობა ქვეყანაში", - განაცხადა დავითაშვილმა ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის ცერემონიაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრამდე საქართველომ 23,4 მილიონი დოლარის ღირებულების 36,2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განახორციელა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 144%-ით, ხოლო წარმოების ღირებულება 183%-ით გაიზარდა.საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება - „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა. ქართული ციტრუსის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და უკრაინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290167847_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_f5af661c62bfa9c63224fc3012e9fe94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
აჭარაში ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრამდე საქართველომ 23,4 მილიონი დოლარის ღირებულების 36,2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განახორციელა.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
ქობულეთის საწარმოში ქართულ-სლოვაკური ინვესტიცია კომპანიამ „შპს იბერია ორბი“ განახორციელა. ამ ეტაპისთვის, 3,5 მლნ ევროზე მეტი დაიხარჯა, თუმცა კომპანია დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს.
ქარხანა სარეალიზაციოდ მოამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის ტრანსპორტირებისთვის. ასევე აქვს სამაცივრო მეურნეობა 3 ათას ტონამდე ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, მზად არიან უკვე მიმდინარე წელს ადგილობრივი ფერმერებისგან შეისყიდონ და გადაამუშაონ მანდარინი.
ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება და შეუძლია რეგიონში შემოიტანოს ამ ინდუსტრიისთვის საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და კომპეტენცია.
მისი შეფასებით, ეს არის გრძელვადიანი ინვესტორი, რომელსაც აქვს გამოცდილება წარმოების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საკვებ ინდუსტრიაში და შესაბამისად, ამ საქმის წარმატებით გაგრძელებისთვის არსებობს ყველა წინაპირობა, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ინვესტიციები იყოს წარმატებული.
„ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი - ამ საწარმოდან, შესაძლოა, მივიღოთ უკვე კარგად მოდერნიზებული, კონკურენტუნარიანი ახალი საწარმო, რომელსაც განვითარების დიდი პერსპექტივა ექნება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
საუბარია არა მხოლოდ აღნიშნული საწარმოს ახალ სიცოცხლეზე, არამედ მის შემდგომ განვითარებაზე, რაც დამატებითი წარმოების ახალი ხაზების გაშვებას გულისხმობს, დასძინა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება მნიშვნელოვანი საწარმო იმ ღირებულებათა ჯაჭვში, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესებას სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების, მათი მოსავლის დაბინავების კუთხით და ასევე გააძლიერებს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
„მისასალმებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, თუმცა, განსაკუთრებით მისასალმებელია ხარისხიანი უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კონკურენტუნარიანობა ქვეყანაში", - განაცხადა დავითაშვილმა ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის ცერემონიაზე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრამდე საქართველომ 23,4 მილიონი დოლარის ღირებულების 36,2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განახორციელა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 144%-ით, ხოლო წარმოების ღირებულება 183%-ით გაიზარდა.
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება - „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა. ქართული ციტრუსის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და უკრაინა.