https://sputnik-georgia.com/20241002/2025-wlis-biujetis-proeqti-mtavrobas-gadasamushaveblad-15-oqtombers-daubrundeba-290155561.html
2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტროს გადასამუშავებლად 15 ოქტომბერს დაუბრუნდება
2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტროს გადასამუშავებლად 15 ოქტომბერს დაუბრუნდება
Sputnik საქართველო
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტს ნოემბრის ბოლოს წარედგინება და მას საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცებს 02.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-02T11:00+0400
2024-10-02T11:00+0400
2024-10-02T11:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283051470_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a6a29c4d262add3dba6e4f60d67bcb7a.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვას 15 ოქტომბერს დაასრულებს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე 3-8 ოქტომბრის პერიოდში განიხილავენ, 9-10 ოქტომბერს კი პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების სხდომებზე.პარლამენტის კომიტეტებში დოკუმენტის განხილვის გრაფიკის თანახმად, კანონპროექტი მთავრობას დეპუტატების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გასათვალისწინებლად 15 ოქტომბერს დაუბრუნდება. დამუშავებული ბიუჯეტი პარლამენტში ნოემბერში დაბრუნდება და მას ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო წლის ბოლომდე დაამტკიცებს.საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში 30 სექტემბერს წარადგინა.წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით, 2,3 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 26,9 მლრდ ლარს შეადგენს.ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლები 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,2 მლრდ ლარი იქნება.რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 27 მლრდ ლარი იქნება.განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5,5%-ის დონეზე. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283051470_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_9d3c77349513c23b314e97adc91f5d66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტროს გადასამუშავებლად 15 ოქტომბერს დაუბრუნდება
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტს ნოემბრის ბოლოს წარედგინება და მას საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცებს
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვას 15 ოქტომბერს დაასრულებს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე 3-8 ოქტომბრის პერიოდში განიხილავენ, 9-10 ოქტომბერს კი პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების სხდომებზე.
პარლამენტის კომიტეტებში დოკუმენტის განხილვის გრაფიკის თანახმად, კანონპროექტი მთავრობას დეპუტატების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გასათვალისწინებლად 15 ოქტომბერს დაუბრუნდება. დამუშავებული ბიუჯეტი პარლამენტში ნოემბერში დაბრუნდება და მას ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო წლის ბოლომდე დაამტკიცებს.
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში 30 სექტემბერს წარადგინა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით, 2,3 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 26,9 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლები 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,2 მლრდ ლარი იქნება.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 27 მლრდ ლარი იქნება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5,5%-ის დონეზე. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით.