https://sputnik-georgia.com/20241001/yazaxetis-mkvidri-fexit-mogzaurobs-video-281854708.html
ყაზახეთის მკვიდრი თურქეთში ფეხით გაემგზავრა საქართველოს გავლით - ვიდეო
ყაზახეთის მკვიდრი თურქეთში ფეხით გაემგზავრა საქართველოს გავლით - ვიდეო
Sputnik საქართველო
„მოგზაურობა არასოდესაა გვიანი“, - ამბობს 73 წლის ყაზახეთის მოქალაქე სარსენბაი კოტყრაშოვი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ათირაუდან სტამბულში ფეხით მიემგზავრება 01.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-01T21:05+0400
2024-10-01T21:05+0400
2024-10-20T16:47+0400
ვიდეო
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/01/281854492_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_9dbffed839dcaa419659ed548f7895be.jpg
მოგზაურობა სარსენბაი კოტყრაშოვმა 2 აგვისტოს დაიწყო და 12 ოქტომბრამდე სტამბულში ჩასვლას გეგმავს. მისი მარშრუტი საქართველოზე გადის, ამიტომ Sputnik-საქართველოს გადამღებმა ჯგუფბა მოგზაურთან გასაუბრება გადაწყვიტა.სარსენბაიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალგაზრდობაში სპორტზე არ უვლია, რადგან 9 წლის ასაკიდან მუშაობდა და პარალელურად სწავლობდა. ის პროფესიით მჭედელია, თუმცა ახლა მას მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების მიღების სურვილი ამოძრავებს.სარსენბაი დღეში დაახლოებით 40 კილომეტრს გადის, თან აქვს ერთი ზურგჩანთა და ჩემოდანი, რომელიც ურიკის საშუალებით გადააქვს. ის უკვე ერთი თვეა გზაშია. ამ დროის განმავლობაში უკვე ორი წყვილი ფეცხსაცმელი გაცვითა და შვიდჯერ შეუცვალა ბორბლები ურიკას.მოგზაურის თქმით, მისი ქალიშვილი, შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ამაყობენ მისით და მხარს უჭერენ მის იდეას.თურქეთი სარსენბაის საბოლოოს დანიშნულების წერტილი არ არის. ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას გეგმავს. სარსენბაის გათვლებით, ტურნეს 2 წელი დაჭირდება და დასრულდება 2025 წლის აგვისტოში.თურქეთიდან მოგზაური აპირებს გაემართოს ბულგარეთში, სერბეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.საფრანგეთიდან გეგმავს გადაფრინდეს აშშ-ში, სადაც ზამთარში რამდენიმე შტატის გავლას გეგმავს, გაზაფხულზე კი ჩინეთში გადაფრინდება, იქიდან წავა მონღოლეთში. მოგზაურობა კი ყაზახეთში დასრულდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/01/281854492_303:0:1263:720_1920x0_80_0_0_1152b6e0430b5a7068e42f28b63c0637.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, видео
ყაზახეთის მკვიდრი თურქეთში ფეხით გაემგზავრა საქართველოს გავლით - ვიდეო
21:05 01.10.2024 (განახლებულია: 16:47 20.10.2024) „მოგზაურობა არასოდესაა გვიანი“, - ამბობს 73 წლის ყაზახეთის მოქალაქე სარსენბაი კოტყრაშოვი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ათირაუდან სტამბულში ფეხით მიემგზავრება
მოგზაურობა სარსენბაი კოტყრაშოვმა 2 აგვისტოს დაიწყო და 12 ოქტომბრამდე სტამბულში ჩასვლას გეგმავს. მისი მარშრუტი საქართველოზე გადის, ამიტომ Sputnik-საქართველოს გადამღებმა ჯგუფბა მოგზაურთან გასაუბრება გადაწყვიტა.
სარსენბაიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალგაზრდობაში სპორტზე არ უვლია, რადგან 9 წლის ასაკიდან მუშაობდა და პარალელურად სწავლობდა. ის პროფესიით მჭედელია, თუმცა ახლა მას მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების მიღების სურვილი ამოძრავებს.
სარსენბაი დღეში დაახლოებით 40 კილომეტრს გადის, თან აქვს ერთი ზურგჩანთა და ჩემოდანი, რომელიც ურიკის საშუალებით გადააქვს. ის უკვე ერთი თვეა გზაშია. ამ დროის განმავლობაში უკვე ორი წყვილი ფეცხსაცმელი გაცვითა და შვიდჯერ შეუცვალა ბორბლები ურიკას.
მოგზაურის თქმით, მისი ქალიშვილი, შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ამაყობენ მისით და მხარს უჭერენ მის იდეას.
თურქეთი სარსენბაის საბოლოოს დანიშნულების წერტილი არ არის. ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას გეგმავს. სარსენბაის გათვლებით, ტურნეს 2 წელი დაჭირდება და დასრულდება 2025 წლის აგვისტოში.
თურქეთიდან მოგზაური აპირებს გაემართოს ბულგარეთში, სერბეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.
საფრანგეთიდან გეგმავს გადაფრინდეს აშშ-ში, სადაც ზამთარში რამდენიმე შტატის გავლას გეგმავს, გაზაფხულზე კი ჩინეთში გადაფრინდება, იქიდან წავა მონღოლეთში. მოგზაურობა კი ყაზახეთში დასრულდება.