https://sputnik-georgia.com/20241001/xelisupleba-pragmatulad-imoqmedebs-volski-lavrovis-gancxadebaze-290137049.html
ხელისუფლება პრაგმატულად იმოქმედებს - ვოლსკი ლავროვის განცხადებაზე
ხელისუფლება პრაგმატულად იმოქმედებს - ვოლსკი ლავროვის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, აღნიშნა დეპუტატმა 01.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-01T15:00+0400
2024-10-01T15:00+0400
2024-10-01T16:06+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_0:149:2400:1499_1920x0_80_0_0_8229becadecc2926eb1a0b2aed45cac5.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებები, რა თქმა უნდა, პასუხობს რუსეთის ინტერესებს, საქართველოს ხელისუფლება კი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმოქმედებს პრაგმატულად, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.როგორც ლავროვმა აღნიშნა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება „სამართლიანად აფასებს წარსულს" და შერიგების სურვილზე საუბრობს. მისი თქმით, თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებაში, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფაში, რუსეთი მზად არის დასახმარებლად.საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელია, დასძინა პოლიტიკოსმა.ოპოზიციამ ლავროვის განცხადება სხვაგვარად აღიქვა. დეპუტატ თეონა აქუბარდის თქმით, ეს არის „ქართული ოცნებისადმი“ მოწოდება, აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.სექტემბრის შუა რიცხვებში „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის ქმედებების გამო საკუთარ თავში ძალა უნდა ვიპოვოთ და ოსების წინაშე ბოდიში მოვიხადოთ.დაკარგული ტერიტორიებისაქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_302:151:2234:1600_1920x0_80_0_0_168f5648a3b7f42291f3d631477df82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება
ხელისუფლება პრაგმატულად იმოქმედებს - ვოლსკი ლავროვის განცხადებაზე
15:00 01.10.2024 (განახლებულია: 16:06 01.10.2024) საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, აღნიშნა დეპუტატმა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებები, რა თქმა უნდა, პასუხობს რუსეთის ინტერესებს, საქართველოს ხელისუფლება კი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმოქმედებს პრაგმატულად, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება „სამართლიანად აფასებს წარსულს" და შერიგების სურვილზე საუბრობს. მისი თქმით, თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებაში, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფაში, რუსეთი მზად არის დასახმარებლად.
„რა თქმა უნდა, ლავროვი გააკეთებს განცხადებებს, რომლებიც შეესაბამება რუსეთის ინტერესებს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო დაკვირვებულად, პრაგმატულად და მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც გვაქვს", - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელია, დასძინა პოლიტიკოსმა.
ოპოზიციამ ლავროვის განცხადება სხვაგვარად აღიქვა. დეპუტატ თეონა აქუბარდის თქმით, ეს არის „ქართული ოცნებისადმი“ მოწოდება, აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.
სექტემბრის შუა რიცხვებში „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის ქმედებების გამო საკუთარ თავში ძალა უნდა ვიპოვოთ და ოსების წინაშე ბოდიში მოვიხადოთ.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.
თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.