მოსაზრება: ტორეცკის გათავისუფლება ხსნის გზას კრემატორსკისკენ

© photo: Sputnik / Evgeni Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2024
გამოწერა
რუსული ჯარები სამხედრო ოპერაციის ზონაში ყველა ფრონტზე წარმატებას აღწევენ. ბრძოლით აფართოებენ კონტროლის ზონას ქალაქ ტორეცკის (დზერჟინსკის) ცენტრში, საიდანაც გზა კრემატორსკისკენ (53 კმ საავტომობილო გზით) და უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერად გამაგრებული ზონის სამხრეთ ფლანგისკენ - ჩასოვ იარისკენ (36 კმ კონსტანტინოვკის გავლით) იხსნება.

რუსული არმიის ქვედანაყოფებმა ბოლო დღე-ღამეში მნიშვნელოვნად გააფართოვეს კონტროლის ზონა ტორეცკის ცენტრალურ კვარტლებში. რუსული ქვედანაყოფების წნეხის ქვეშ ბანდერელები უკან იხევენ და თითქმის განწირულნი არიან – უკრაინის 53-ე ბრიგადის დანაკარგები სწრაფად იზრდება.

ამავდროულად, რუსული ჯარები ჩასოვ იარის ჩრდილოეთით დასავლეთის მიმართულებით მოძრაობენ, მოწინააღმდეგის ძლიერი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემის გარღვევით. მანამდე, ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გათავისუფლდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დასახლებები – მარინოვკა, ოსტროე, გრიგოროვკა, აგრეთვე სოფელი მაკეევკა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში.

რუსულმა არმიამ 29-30 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებზე ზუსტი დარტყმების სერია მიიტანა ჟიტომირის, კიევის, დნეპროპეტროვსკის და სხვა ოლქებში. დაზიანდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე კიევის სამთავრობო კვარტალში, განადგურდა დასავლელი დაქირავებულების ბაზა ოდესაში.

უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი, უპილოტო საფრენი აპარატის როტის მეთაურმა იგორ ლუცენკომ საჯაროდ განაცხადა: „ფრონტზე – რუსების მრისხანებაა, რომლებიც უზარმაზარი მონდომებით წინ მიიწევენ. და ამ ენთუზიაზმთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს მინიშნებაც კი, რომ ისინი უახლოეს მომავალში შეჩერდებიან“.

ღირსეული რისხვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური გამოუსწორებელი დანაკარგები დაახლოებით, 2000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. DeepState-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, ყველა ფრონტზე ინიციატივა რუსულ ჯარებს ეკუთვნით, ყოველდღიურად 200-ზე მეტი საბრძოლო შეჯახება ფიქსირდება – ეს სპეცოპერაციის მთელი პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დასავლელი „სპეციალისტების“ დანაკარგები (ზღვის ქვეითებით დაწყებული და ელექტრონული ინჟინრებით დამთავრებული), რომლებიც უკრაინის კონფლიქტში მისი პირველი დღეებიდან აქტიურად მონაწილეობენ, ყოველ დღე უფრო შესამჩნევი ხდება. რუსული მაღალი სიზუსტის დარტყმამ 28 სექტემბერს ოდესის ოლქში კიდევ რამდენიმე ათეული ნატოს სამხედრო გაანადგურა.
26 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დასავლელი „მოხალისეთა“ ჯგუფი რაკეტის დარტყმით განადგურდა, ოთხ „უკრაინულ“ F-16 ტიპის გამანადგურებელთან ერთად, სტაროკონსტანტინოვის საავიაციო ბაზაზე, რომელიც ხმელნიცკის ოლქში მდებარეობს.
ამერიკულმა ჟურნალ Military Watch-მა აღნიშნა, რომ „უცხოელებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს“ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოპერაციის დასაწყისში. ბრძოლის ველზე ამერიკელი და სხვა დასავლელი „მოხალისეები“ იყვნენ, რომლებიც „პოლონურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე საუბრობდნენ“.
Forward Observations Group არის აშშ-ის კერძო სამხედრო კომპანია, რომელიც უკრაინაში საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობს და ფორმალურად უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოს ექვემდებარება. რუსული „ღირსეული რისხვა“, აგრეთვე „კინჟალები“, „ისკანდერები“ და „კალიბრები“ ნატოს სამხედრო მოსამსახურეებს გრძელვადიან მივლინებას არ ჰპირდებიან უკრაინის ყველა საომარ თეატრში.
მოსკოვი ეკონომიკურად მზად არის, ნატოს ქვეყნებთან დაპირისპირების გაგრძელებისთვის, 2025 წლის შესაბამისი თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირებით. დასავლეთში უფრო ნათლად აცნობიერებენ აშშ-ის „უკრაინული პროექტის“ უიმედობას. აქედან გამომდინარეობს „ცივი მიღება ზელენსკის აშშ-ში“, უარყოფა ბირთვული ზესახელმწიფოს „გამარჯვების უსარგებლო გეგმისა“, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსების შემცირება გერმანიის, იტალიის და სხვა „მოკავშირეების“ მიერ.
ადრე თუ გვიან, კიევიდან ამერიკელთა ევაკუაცია გარდაუვალია – საიგონის ან ქაბულის სცენარით.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0