მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საფრანგეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2024
გამოწერა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის ხელისუფლება კვლავინდებურად არ გამორიცხავს უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საკითხებში ბენიამინ ჰადადმა.
ამასთან მან მან ასევე მხარი დაუჭირა კიევში შორი მანძილის რაკეტების გაგზავნას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის.

„პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ ჩვენ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. და ეს სიმართლედ რჩება. კერძოდ, უნდა განვიხილოთ სასწავლო მისიების ჩატარება. ეს არის დისკუსიები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავმართოთ ჩვენს მოკავშირეებთან“, — თქვა ჰადადმა გაზეთ Berliner Zeitung-თან ინტერვიუში.

2024 წლის თებერვლის ბოლოს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ევროპული ჯარების უკრაინაში გადასროლას. მოგვიანებით კი განმარტა, რომ „რაღაცის არ გამორიცხვა არ ნიშნავს ამის გაკეთებას“. თუმცა მაისში ისევ თქვა, რომ უარს არ ამბობს თავის სიტყვებზე უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ, ოღონდ ეს რომ მოხდეს, ჯერ ფრონტი უნდა ჩამოიშალოს და ამასთან უკრაინულმა მხარემ თავად უნდა მოითხოვოს ჯარების შეყვანა.
უკრაინას სურს მიიღოს ნებართვა, გამოიყენოს ამერიკული ATACMS-ები (მაქსიმალური დიაპაზონი დაახლოებით 300 კმ) და ბრიტანულ-ფრანგული Storm Shadow/SCALP-ები (დიაპაზონი 560 კმ-ზე მეტი) რუსეთზე თავდასხმებისთვის. ამ საკითხზე მსჯელობა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ბოლო მაღალი დონის კვირეულზე გაიმართა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკიც ესწრებოდა. განხილვების შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ძალაში დატოვა შეზღუდვები ამგვარი იარაღის გამოყენებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0