https://sputnik-georgia.com/20241001/parlamentshi-2025-wlis-biujetis-proeqti-shevida-290134951.html
მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა
მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა
Sputnik საქართველო
რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს 01.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-01T11:00+0400
2024-10-01T11:00+0400
2024-10-01T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279655105_0:81:1280:802_1920x0_80_0_0_2d4e82404ee7ec138076bd9fb80251c9.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის, მათ შორის, საქართველოს ეკონომინის ზრდის შესახებ.განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5,5%-ის დონეზე. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით.ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დადგენილია მშპ-ის 2,5%-ის დონეზე, ამასთან, მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრებიწარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით, 2,3 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 26,9 მლრდ ლარს შეადგენს.ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლები 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,2 მლრდ ლარი იქნება. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 27 მლრდ ლარი იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279655105_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e6f3afd2ca0e9e5e8247dd000fb54a33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა
რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის, მათ შორის, საქართველოს ეკონომინის ზრდის შესახებ.
2025 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი
მაჩვენებელი | 2024 | 2025 |
ეკონომიკური ზრდა, % | 5,2 | 5,5 |
დეფლატორი, % | 3,0 | 3,0 |
მშპ-ის მოცულობა, მლრდ ლარი | 85,98 | 97,4 |
შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი | 21,9 | 24,4 |
მშპ-ის დეფიციტი, % ბიუჯეტის მიმართ | 2,8 | 2,5 |
სახელმწიფო იუჯეტის ასიგნებები, % მშპ-ის მიმართ | 23,3 | 24,7 |
განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5,5%-ის დონეზე. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით.
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დადგენილია მშპ-ის 2,5%-ის დონეზე, ამასთან, მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით, 2,3 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 26,9 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლები 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,2 მლრდ ლარი იქნება.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)
მაჩვენებელი | 2024 | 2025 |
შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში | 24 569,5 | 26 850,5 |
საგადასახადო შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში | 19 115,0 | 21 185,0 |
გრანტები | 266,0 | 200,3 |
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები | 25 030,4 | 27 046,5 |
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 27 მლრდ ლარი იქნება.