https://sputnik-georgia.com/20241001/mamaradze-qartvelebis-apxazebtan-da-osebtan-gaertianebaze-290147005.html
რუსეთის დახმარება მნიშვნელოვანია: მამრაძე ქართველების აფხაზებთან და ოსებთან გაერთიანებაზე
რუსეთის დახმარება მნიშვნელოვანია: მამრაძე ქართველების აფხაზებთან და ოსებთან გაერთიანებაზე
Sputnik საქართველო
პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ მხარეები ურთიერთობების ნორმალიზაციასა და გაერთიანებაზე საუბარს მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, როცა აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს... 01.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-01T21:49+0400
2024-10-01T21:49+0400
2024-10-01T21:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/14/286433804_0:17:3078:1748_1920x0_80_0_0_227658a34903d37b665a47346a9f2874.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში რუსეთის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის დაეხმარება მხარეებს ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციის დაწყებაში, განაცხადა პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება „სამართლიანად აფასებს წარსულს" და შერიგების სურვილზე საუბრობს. მისი თქმით, თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებაში, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფაში, რუსეთი მზად არის დასახმარებლად.მამრაძე დარწმუნებულია, რომ მხარეები ურთიერთობების ნორმალიზაციასა და გაერთიანებაზე საუბარს მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, როცა აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობა, მეგობრობა და სიყვარული სრულად აღდგება. „ჩვენ ვიცით, რამდენი რამ მოხდა და ახლა მაქვს ინფორმაცია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს დაბრუნება“, - განაცხადა პოლიტოლოგმა და აღნიშნა, რომ თავად აფხაზებს და ოსებს უნდა სურდეთ დაბრუნება.გარდა ამისა, მამრაძე კონტრპროდუქტიულად მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია ნდობის, მეგობრობისა და სიყვარულის აღდგენა.ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ვისწრაფოთ რომ აღვადგინოთ ნდობა, მეგობრობა, სიყვარული და როდესაც ეს აღდგება და ადამიანები თავად მოისურვებენ ერთად ცხოვრება, ეს შეიძლება მოხდეს, ხაზგასმით აღნიშნა მამრაძემ. პოლიტოლოგის თქმით, ურთიერთობებში სწრაფ გარღვევას არ უნდა ველოდოთ და აღნიშნა, რომ ქვეყნის ყოფილმა ხელისუფლებამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ახლა უკვე მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, „დიდი კედელი აღმართა“ ხალხებს შორის.თავის მხრივ, ლავროვის განცხადებას რუსეთის ფედერაციის მზადყოფნის შესახებ, დაეხმაროს თბილისს, სოხუმს და ცხინვალს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, პოზიტიური უწოდა „ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.კალაძის თქმით, ამ განცხადებასთან ერთად კარგი იქნებოდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა მინიმუმ დაიწყოს სამოქმედო გეგმის შემუშავება რუსეთის ჯარების და ბაზების გაყვანის თაობაზე თუნდაც საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან.ოპოზიციამ ლავროვის განცხადება სხვაგვარად აღიქვა. დეპუტატ თეონა აქუბარდის თქმით, ეს არის „ქართული ოცნებისადმი“ მოწოდება, აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.სექტემბრის შუა რიცხვებში „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის ქმედებების გამო საკუთარ თავში ძალა უნდა ვიპოვოთ და ოსების წინაშე ბოდიში მოვიხადოთ.დაკარგული ტერიტორიებისაქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/14/286433804_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_8999eb8022ebada225923a596129e0a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
რუსეთის დახმარება მნიშვნელოვანია: მამრაძე ქართველების აფხაზებთან და ოსებთან გაერთიანებაზე
პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ მხარეები ურთიერთობების ნორმალიზაციასა და გაერთიანებაზე საუბარს მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, როცა აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობა, მეგობრობა და სიყვარული სრულად აღდგება.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში რუსეთის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის დაეხმარება მხარეებს ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციის დაწყებაში, განაცხადა პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება „სამართლიანად აფასებს წარსულს" და შერიგების სურვილზე საუბრობს. მისი თქმით, თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებაში, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფაში, რუსეთი მზად არის დასახმარებლად.
„ახლა, როცა ლავროვი ამბობს, რომ დახმარებას გაგვიწევს, მნიშვნელოვანია, რადგან დახმარების გარეშე საუბარი შეუძლებელია. როცა არის კეთილი ნება მოსკოვისა და თბილისის მხრიდან, მაშინ უკვე არსებობს ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციაში შესვლის შესაძლებლობა. სხვა საქმეა, ჩვენს დინამიურ სამყაროში რა დრო დასჭირდება ამას“, - განაცხადა მამრაძემ.
მამრაძე დარწმუნებულია, რომ მხარეები ურთიერთობების ნორმალიზაციასა და გაერთიანებაზე საუბარს მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, როცა აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობა, მეგობრობა და სიყვარული სრულად აღდგება.
„ჩვენ ვიცით, რამდენი რამ მოხდა და ახლა მაქვს ინფორმაცია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს დაბრუნება“, - განაცხადა პოლიტოლოგმა და აღნიშნა, რომ თავად აფხაზებს და ოსებს უნდა სურდეთ დაბრუნება.
გარდა ამისა, მამრაძე კონტრპროდუქტიულად მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია ნდობის, მეგობრობისა და სიყვარულის აღდგენა.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ საუბარი არის მავნე საუბრები, კონტრპროდუქტიული საუბრები, რადგანაც ისინი მაშინვე აღიქმება ისე, რომ საქართველოსთვის ტერიტორიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანური ურთიერთობები“, - განაცხადა მან.
ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ვისწრაფოთ რომ აღვადგინოთ ნდობა, მეგობრობა, სიყვარული და როდესაც ეს აღდგება და ადამიანები თავად მოისურვებენ ერთად ცხოვრება, ეს შეიძლება მოხდეს, ხაზგასმით აღნიშნა მამრაძემ.
პოლიტოლოგის თქმით, ურთიერთობებში სწრაფ გარღვევას არ უნდა ველოდოთ და აღნიშნა, რომ ქვეყნის ყოფილმა ხელისუფლებამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ახლა უკვე მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, „დიდი კედელი აღმართა“ ხალხებს შორის.
„მინდა შეგახსენოთ, რომ 2009 წელს პრეზიდენტმა პუტინმა ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, რომ თუ ოდესმე აფხაზები და ქართველები, ოსები და ქართველები შეთანხმდებიან, რომ მათ სურთ ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ეს მათი საქმეა. სააკაშვილის თანამოაზრეებმა კი ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მსგავსი შეთანხმებების მცდელობა ჩაეშალა“, - განაცხადა მამრაძემ.
თავის მხრივ, ლავროვის განცხადებას რუსეთის ფედერაციის მზადყოფნის შესახებ, დაეხმაროს თბილისს, სოხუმს და ცხინვალს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, პოზიტიური უწოდა „ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ამ განცხადებასთან ერთად კარგი იქნებოდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა მინიმუმ დაიწყოს სამოქმედო გეგმის შემუშავება რუსეთის ჯარების და ბაზების გაყვანის თაობაზე თუნდაც საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან.
ოპოზიციამ ლავროვის განცხადება სხვაგვარად აღიქვა. დეპუტატ თეონა აქუბარდის თქმით, ეს არის „ქართული ოცნებისადმი“ მოწოდება, აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.
სექტემბრის შუა რიცხვებში „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის ქმედებების გამო საკუთარ თავში ძალა უნდა ვიპოვოთ და ოსების წინაშე ბოდიში მოვიხადოთ.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.
თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.