გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლით დასრულდა

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2024
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სამების ხიდთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
დაღუპულთა შორის ერთ-ერთი სამართალდამცველია.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ორი ადამიანი მძიმე დაზიანებებით ჯანმრთელობის სახლ „გურიაში” გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0