ახალქალაქში რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

© Ministry of Defence of Georgiaსამხედროები
სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2024
გამოწერა
ფიცის დადების ცერემონია უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაიმართა
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. რეკრუტთა საწვრთნელი I და IV ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადო, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფიცის დადების ცერემონიაზე, რომელიც ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაიმართა, რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წაიკითხეს და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რეკრუტებისთვის ფიცის დადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა.
საზეიმო ღონისძიებაზე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატების, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის, ასევე, წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით - „გიორგი ანწუხელიძე“, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0