თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელში ტურისტი ჩავარდა და დაიღუპა

© video: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2024
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში რუსი ტურისტი ჩავარდა და დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, გადასასვლელში ახალგაზრდა ქალი ვიდეოს გადაღების დროს ჩავარდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0