საქართველოს მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს - სტატისტიკის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2024
გამოწერა
მიმდინარე წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3,694.600 ადამიანი შეადგინა, მათგან დაახლოებით მესამედი (1,23 მილიონი) თბილისში ცხოვრობს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის სიმჭიდროვემ 1 კვ.კმ-ზე 64,6 ადამიანი შეადგინა - საქართველოს დედაქალაქი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც 1 კვ.კმ.-ზე 2 495,9 ადამიანი ცხოვრობს.
თბილისის შემდეგ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია აჭარა - 125,2 ადამიანი, შიდა ქართლი - 71,2 და იმერეთი - 68,9 ადამიანი. ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი, სადაც 1 კვ.კმ.-ზე 5,7 ადამიანი ცხოვრობს.
მიმდინარე წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.
`„საქსტატის" ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1,1%-ით შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0