https://sputnik-georgia.com/20240930/samrewvelo-produqciaze-pasebi-sheicvala-290117158.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2024 წლის აგვისტოში ში 2024 წლის ივლისთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 0,1%-ით შემცირდა 30.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-30T11:41+0400
2024-09-30T11:41+0400
2024-09-30T11:41+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262265650_395:434:2048:1364_1920x0_80_0_0_9cd071a901faea614022b6a33044a7b5.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 8,1%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 12,1%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 20,6,%-ით.2024 წლის აგვისტოში გასულ წლის ივლისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,1%-ით შემცირდა.ადგილობრივი წარმოებაფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,2%-ით გაიზარდა.ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 11,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი ფასები გაიზარდა 5%-ით.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,9%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 23,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 10,9%-ით, მათ შორის სასურსათო პროდუქციაზე - 33,4%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 0,5%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,2%-ით გაძვირდა.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2024 წლის აგვიატოში 1% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). 2024 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,1% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262265650_563:363:1897:1364_1920x0_80_0_0_3ac3725d7174157d06dc002fdc48167f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
2024 წლის აგვისტოში ში 2024 წლის ივლისთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 0,1%-ით შემცირდა
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 8,1%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 12,1%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 20,6,%-ით.
2024 წლის აგვისტოში გასულ წლის ივლისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,1%-ით შემცირდა.
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,2%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 11,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი ფასები გაიზარდა 5%-ით.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,9%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 23,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 10,9%-ით, მათ შორის სასურსათო პროდუქციაზე - 33,4%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 0,5%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,2%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის დონემ 2024 წლის აგვიატოში 1% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). 2024 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,1% შეადგინა.