https://sputnik-georgia.com/20240930/saertashoriso-gamchvirvaloba-saqartvelo-archevnebs-ver-daakvirdeba-290123893.html
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება
Sputnik საქართველო
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ორგანიზაციაზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება. 30.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-30T17:00+0400
2024-09-30T17:00+0400
2024-09-30T17:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ანტიკორუფციული ბიურო
ახალი ამბები
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1e/290124482_13:0:2036:1138_1920x0_80_0_0_898be7f2ac57814bfd02f65e623ef2a4.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად გააგრძელებს, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გაცხადებულ საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განმარტებით, ანტიკორუფციული ბიუროს „აბსურდული გადაწყვეტილების გამო“ ორგანიზაციაზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება, რაც მათ სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას ავალდებულებს, ასევე ეკრძალებათ ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება-ხარჯვა და პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა ევალებათ.ორგანიზაციის განმარტებით, მათი არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ იქნება.როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ლიდერები აღიარებულ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და ვალდებული არიან 5 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები.ანტიკორუფციულმა ბიურომ აღნიშნული გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიიღო.აღნიშნული არასამთავრობოები ვალდებული არიან გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.როგორც კუპრაშვილმა განმარტა, თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ანტიკორუფციული ბიურო დამატებით ზომებს მიმართავს და აღნიშნული ორგანიზაციების ხარჯებს, მონიტორინგის შედეგად, თავად დაითვლის.როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის, ისე სასამართლო პრაქტიკის თანახმად, გაცხადებული პოლიტიკური მიზნის არსებობა დასტურდება არა მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მხრიდან უშუალოდ მისი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის დაფიქსირებაში, არამედ ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის წარმოებაში და ამ გზით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენაში.რა აჩვენა მონიტორინგმაანტიკორუფციული ბიუროს მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ, ისე კამპანიის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ისე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.ამასთან, კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ. ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას.აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1e/290124482_266:0:1783:1138_1920x0_80_0_0_2cbc34839cd9a44bdbe8f0fed3d7182a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ანტიკორუფციული ბიურო, ახალი ამბები, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ანტიკორუფციული ბიურო, ახალი ამბები, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ორგანიზაციაზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება.
თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად გააგრძელებს, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გაცხადებულ საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე უარი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი პარტიის საარჩევნო სუბიექტთან გათანაბრებულ პირად არის ამ დრომდე მიჩნეული, მაშინ როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ მონაწილეობს და კენჭს არ იყრის“, - ნათქვამია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განმარტებით, ანტიკორუფციული ბიუროს „აბსურდული გადაწყვეტილების გამო“ ორგანიზაციაზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება, რაც მათ სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას ავალდებულებს, ასევე ეკრძალებათ ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება-ხარჯვა და პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა ევალებათ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” არ აღიარებს აბსოლუტურად უკანონოდ მინიჭებულ აღნიშნულ სტატუსს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც ორგანიზაცია და არც ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ იყრის კენჭს. ასევე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში ჩვენი არცერთი წარმომადგენელი არ ფიგურირებს. ამდენად, არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას“, - აღნიშნულია განცხადეაბაში.
ორგანიზაციის განმარტებით, მათი არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ იქნება.
„მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თითოეული თანამშრომელი გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას და ინტელექტუალურ რესურსს, რათა სადამკვირვებლო მისიას „ჩემი ხმა” და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს დავეხმაროთ არჩევნების მაღალკვალიფიციურ დაკვირვებაში““, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ლიდერები აღიარებულ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და ვალდებული არიან 5 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები.
ანტიკორუფციულმა ბიურომ აღნიშნული გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიიღო.
აღნიშნული არასამთავრობოები ვალდებული არიან გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.
როგორც კუპრაშვილმა განმარტა, თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ანტიკორუფციული ბიურო დამატებით ზომებს მიმართავს და აღნიშნული ორგანიზაციების ხარჯებს, მონიტორინგის შედეგად, თავად დაითვლის.
როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის, ისე სასამართლო პრაქტიკის თანახმად, გაცხადებული პოლიტიკური მიზნის არსებობა დასტურდება არა მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მხრიდან უშუალოდ მისი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის დაფიქსირებაში, არამედ ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის წარმოებაში და ამ გზით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენაში.
ანტიკორუფციული ბიუროს მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ, ისე კამპანიის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ისე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.
ამასთან, კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ. ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას.
აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებები.