https://sputnik-georgia.com/20240930/partiebis-mieri-gaweuli-winasaarchevno-kampaniis-xarjebi-290109938.html
პარტიების მიერ გაწეული წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები – პირველი მონაცემები
პარტიების მიერ გაწეული წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები – პირველი მონაცემები
Sputnik საქართველო
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კამპანია უნდა ფინანსდებოდეს პოლიტიკური პარტიის ფონდიდან. 30.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-30T12:17+0400
2024-09-30T12:17+0400
2024-09-30T12:17+0400
საქართველო
ანტიკორუფციული ბიურო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0e/289893267_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_b4d344b061cb7211122afb9d3d7541cc.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების ოდენობით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს, ნათქვამია ანტიკორუფციული ბიუროს მასალებში.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. თითოეული პარტია ვალდებულია ანტიკორუფციულ ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, საიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. ხარჯების შესახებ მონაცემები ბიუროს ვებგვერდზე ყოველ სამ კვირაში ქვეყნდება.პარტიების მიერ მოწოდებული ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში გაწეული ხარჯი დაახლოებით 6,9 მილიონი ლარია, საიდანაც 4,7 მილიონი ლარი რეკლამაზე დაიხარჯა.წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების ოდენობით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", რომელმაც 28 აგვისტოდან 16 სექტემბრის პერიოდში დაახლოებით 2,5 მლნ ლარი დახარჯა, აქედან 1,8 მლნ - რეკლამაზე.ხარჯების მიხედვით მესამე ადგილზეა „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", რომელმაც აღნიშნულ პერიოდში დახარჯა 1,7 მლნ ლარამდე, აქედან 1,6 მლნ - რეკლამაზე. დანარჩენი პარტიების ხარჯები ასე გამოიყურება:„ერთობა - ნაციონალური მოძრაობა" – 92 035 ლარი„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 90 505 ლარი„საქართველოსთვის" – 83 195 ლარი„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" – 72 755 ლარი„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 58 417 ლარი„საქართველოს ევროპელი დემოკრატები" – 35 841 ლარი„მოქალაქეები" (პარტია არჩევნებიდან 18 სექტემბერს მოიხსნა) – 26 600 ლარი„კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი" – 16 010 ლარი„თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა" – 5 416 ლარი„შეცვალე საქართველო" – 5 207 ლარი„ანა დოლიძე - ხალხისთვის" – 1 895 ლარი„ტრიბუნა" – 1 002 ლარი„ლეიბორისტული პარტია" – 923 ლარი.კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კამპანია უნდა ფინანსდებოდეს პოლიტიკური პარტიის ფონდიდან.არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტის მიერ დაუშვებელია სხვა სახსრების გამოყენება, გარდა საარჩევნო კამპანიის ფონდის შესაბამისი სახსრებისა.საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის ქვეყნის მშპ-ის 0,04%-ს.აღნიშნულ თანხაში შედის საარჩევნო სუბიექტისა და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებსაც ადგენს ანტიკორუფციული ბიურო და რის შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0e/289893267_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_23e652f6f013afe7d4459f3a1a7f73f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
პარტიების მიერ გაწეული წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები – პირველი მონაცემები
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კამპანია უნდა ფინანსდებოდეს პოლიტიკური პარტიის ფონდიდან.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების ოდენობით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს, ნათქვამია ანტიკორუფციული ბიუროს მასალებში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. თითოეული პარტია ვალდებულია ანტიკორუფციულ ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, საიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. ხარჯების შესახებ მონაცემები ბიუროს ვებგვერდზე ყოველ სამ კვირაში ქვეყნდება.
პარტიების მიერ მოწოდებული ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში გაწეული ხარჯი დაახლოებით 6,9 მილიონი ლარია, საიდანაც 4,7 მილიონი ლარი რეკლამაზე დაიხარჯა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების ოდენობით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", რომელმაც 28 აგვისტოდან 16 სექტემბრის პერიოდში დაახლოებით 2,5 მლნ ლარი დახარჯა, აქედან 1,8 მლნ - რეკლამაზე.
ხარჯების მიხედვით მესამე ადგილზეა „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", რომელმაც აღნიშნულ პერიოდში დახარჯა 1,7 მლნ ლარამდე, აქედან 1,6 მლნ - რეკლამაზე.
დანარჩენი პარტიების
ხარჯები ასე გამოიყურება:
„ერთობა - ნაციონალური მოძრაობა" – 92 035 ლარი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 90 505 ლარი
„საქართველოსთვის" – 83 195 ლარი
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" – 72 755 ლარი
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 58 417 ლარი
„საქართველოს ევროპელი დემოკრატები" – 35 841 ლარი
„მოქალაქეები" (პარტია არჩევნებიდან 18 სექტემბერს მოიხსნა) – 26 600 ლარი
„კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი" – 16 010 ლარი
„თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა" – 5 416 ლარი
„შეცვალე საქართველო" – 5 207 ლარი
„ანა დოლიძე - ხალხისთვის" – 1 895 ლარი
„ლეიბორისტული პარტია" – 923 ლარი.
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კამპანია უნდა ფინანსდებოდეს პოლიტიკური პარტიის ფონდიდან.
საარჩევნო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.
არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტის მიერ დაუშვებელია სხვა სახსრების გამოყენება, გარდა საარჩევნო კამპანიის ფონდის შესაბამისი სახსრებისა.
საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის ქვეყნის მშპ-ის 0,04%-ს.
აღნიშნულ თანხაში შედის საარჩევნო სუბიექტისა და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებსაც ადგენს ანტიკორუფციული ბიურო და რის შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.