https://sputnik-georgia.com/20240930/koalicia-cvlilebebistvis-partiuli-sia-290131792.html
„კოალიცია ცვლილებებისთვის" პარტიული სია - გვარამია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
„კოალიცია ცვლილებებისთვის" პარტიული სია - გვარამია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სამი პარტიის გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის პირველი... 30.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-30T21:00+0400
2024-09-30T21:00+0400
2024-09-30T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1e/290127624_0:40:1454:858_1920x0_80_0_0_eef058b36aec3cfb38e4c8c416eebcfc.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სამი პარტიის გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის პირველი 20 კანდიდატი წარადგინა, რომელთა შორის ლიდერი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური პოლიტიკოსი - ნიკა გვარამია არ აღმოჩნდა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკებს მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ, ამიტომაც ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტიამ „ახალი“ სახელი გადაირქვა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და გაერთიანების დანარჩენი წევრები პარტიულ სიაში ჩასვა.როგორც მან აღნიშნა, კოალიცია ცვლილებებზეა ორიენტირებული და არა ჩანაცვლებაზე.კოალიციის პარტიულ სიაში პირველი ადგილი ნანა მალაშხიამ დაიკავა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ მოძრაობის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა - საპროტესტო აქციაზე, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, იგი ევროკავშირის დროშას აფრიალებდა.ამისთვის მალაშხია ღირსების ორდენის კავალერიც კი გახდა. სახელმწიფო ჯილდო მას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დიდი ხანია კონფლიქტშია და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მოწინააღმდეგე იყო.პარტიულ სიაში ასევე მოხვდნენ ბიზნესმენი, დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის თავმჯდომარე ივანე ჭყონია და ხათუნა სამნიძე, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას ხელმძღვანელობდა.რაც შეეხება კოალიციის დამფუძნებელ პარტიებს „ახალი“ (ნიკა გვარამია, ნიკა მელია), „დროა“ (ელენე ხოშტარია) და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე), თითოეული მათგანი „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წარმომადგენლებმა დააფუძნეს.„ახალი", „დროა", „გირჩი"პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება" ზურაბ ჯაფარიძემ 2020 წელს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" დატოვების შემდეგ დააფუძნა. „გირჩი“ არის პარტია, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის წყალობით მიაღწია საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას. გარდა ამისა, 2017 წელს პარტიამ დაარეგისტრირა ფიქტიური რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც ახალგაზრდებისთვის ჯარისთვის თავდაღწევის ერთგვარი საშუალება გახდა.პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ 2021 წლის მარტში ელენე ხოშტარიამ დააფუძნა. ხოშტარია მრავალი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო და პოლიციასთან შეტაკებებშიც ფიგურირებდა. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 2021 წლის ბოლოს მან 17 დღე იშიმშილა.პარტია „ახალი“ ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე ოდიოზურმა ფიგურამ ნიკა გვარამიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ დააფუძნეს.მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა წელს გვარამიას მთავარი პროკურორის მოადგილის, იუსტიციის მინისტრისა და განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი მან ჟურნალისტიკის სფეროში გადაინაცვლა. დააფუძნა „მთავარი არხი", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ოპოზიციური ტელეკომპანიაა ქვეყანაში.მელია ყოფილ მმართველ პარტიას 2014 წელს შეუერთდა. 2023 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც მან შიდაპარტიული არჩევნები წააგო და თავმჯდომარის პოსტი დაკარგა, სკანდალით დატოვა პარტია და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არაფორმალურად მართავს ძებნილი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.„კოალიცია ცვლილებებისთვის" პარტიული სია:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1e/290127624_128:0:1327:899_1920x0_80_0_0_5746d34b7ba7fd77ae74e0ccd95e2b7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სამი პარტიის გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის პირველი 20 კანდიდატი წარადგინა, რომელთა შორის ლიდერი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური პოლიტიკოსი - ნიკა გვარამია არ აღმოჩნდა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკებს მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ, ამიტომაც ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტიამ „ახალი“ სახელი გადაირქვა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და გაერთიანების დანარჩენი წევრები პარტიულ სიაში ჩასვა.
„მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ კოალიციის ლიდერი. ჩემი ერთი მაგალითით მინდა ვუთხრა სხვა პარტიებს და საზოგადოებას ჩემი პოზიციის შესახებ: მოდით, ფართო გზა მივცეთ ახალ პოლიტიკურ აქტორებს“, - განაცხადა გვარამიამ.
როგორც მან აღნიშნა, კოალიცია ცვლილებებზეა ორიენტირებული და არა ჩანაცვლებაზე.
კოალიციის პარტიულ სიაში პირველი ადგილი ნანა მალაშხიამ დაიკავა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ მოძრაობის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა - საპროტესტო აქციაზე, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, იგი ევროკავშირის დროშას აფრიალებდა.
ამისთვის მალაშხია ღირსების ორდენის კავალერიც კი გახდა. სახელმწიფო ჯილდო მას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დიდი ხანია კონფლიქტშია და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მოწინააღმდეგე იყო.
პარტიულ სიაში ასევე მოხვდნენ ბიზნესმენი, დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის თავმჯდომარე ივანე ჭყონია და ხათუნა სამნიძე, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება კოალიციის დამფუძნებელ პარტიებს „ახალი“ (ნიკა გვარამია, ნიკა მელია), „დროა“ (ელენე ხოშტარია) და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე), თითოეული მათგანი „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წარმომადგენლებმა დააფუძნეს.
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება" ზურაბ ჯაფარიძემ 2020 წელს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" დატოვების შემდეგ დააფუძნა.
„გირჩი“ არის პარტია, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის წყალობით მიაღწია საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას. გარდა ამისა, 2017 წელს პარტიამ დაარეგისტრირა ფიქტიური რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც ახალგაზრდებისთვის ჯარისთვის თავდაღწევის ერთგვარი საშუალება გახდა.
პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ 2021 წლის მარტში ელენე ხოშტარიამ დააფუძნა. ხოშტარია მრავალი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო და პოლიციასთან შეტაკებებშიც ფიგურირებდა. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 2021 წლის ბოლოს მან 17 დღე იშიმშილა.
პარტია „ახალი“ ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე ოდიოზურმა ფიგურამ ნიკა გვარამიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ დააფუძნეს.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა წელს გვარამიას მთავარი პროკურორის მოადგილის, იუსტიციის მინისტრისა და განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი მან ჟურნალისტიკის სფეროში გადაინაცვლა. დააფუძნა „მთავარი არხი", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ოპოზიციური ტელეკომპანიაა ქვეყანაში.
მელია ყოფილ მმართველ პარტიას 2014 წელს შეუერთდა. 2023 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც მან შიდაპარტიული არჩევნები წააგო და თავმჯდომარის პოსტი დაკარგა, სკანდალით დატოვა პარტია და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არაფორმალურად მართავს ძებნილი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" პარტიული სია: