მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერევანში III ევრაზიული ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა

  - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2024
გამოწერა
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის დედაქალაქ ერევანში III ევრაზიული ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა, რომლის მთავარი თემაა „ევრაზიის ეკონომიკური კავშირი: პერსპექტივები და პრიორიტეტები“.
გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმზე ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალურ მიმართულებებზე იმსჯელებენ.
მათ შორის, ევრაზიული კავშირის სტრატეგიულ განვითარებაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის განვითარებაზე, შიდა ბაზრის ხარისხსა და მეწარმეობის მხარდაჭერაზე, საერტაშორისო თანამშრომლობაზე.
ფორუმი ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომას ეძღვნება. ღონისძიებას დაესწრებიან EAEU-ს ქვეყნების მთავრობის მეთაურები და სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლები, ასევე მესამე ქვეყნების მთავრობების წევრები, მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის ხელმძღვანელები. იგეგმება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოსვლები.
III ევრაზიული ეკონომიკური ფორუმი დღეს დაიწყო და ხვალ, 1 ოქტომბერს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0