https://sputnik-georgia.com/20240930/deputati-qartuli-cneba-mshvidobis-garantia-290123451.html
დეპუტატი: „ქართული ოცნება" - მშვიდობის გარანტი
დეპუტატი: „ქართული ოცნება" - მშვიდობის გარანტი
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, მმართველი პარტია არანაირ პროვოკაციაზე არ წამოეგება. 30.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-30T17:19+0400
2024-09-30T17:19+0400
2024-09-30T17:19+0400
საქართველო
უკრაინა
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:244:960:784_1920x0_80_0_0_ea6a0b531def9082145adb8535e9fb3d.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სანამ ხელისუფლებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება" იქნება, იგი იქნება საქართველოში მშვიდობის გარანტი, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ყოფილი წევრის, უმაღლესი რადას დეპუტატ არტემ დმიტრუკის განცხადებაზე, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წინ მოუწოდა არ გაიმეორონ კიევის შეცდომა და „გააკეთოს სწორი არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ", რადგანაც „უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყანა ომში ჩაითრია და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა".მისი თქმით, მმართველი პარტია არანაირ პროვოკაციაზე არ წამოეგება.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი თანამოაზრე დმიტრუკი, ფაქტობრივად, პირდაპირ ადანაშაულებს უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას იმაში, რომ ქვეყანა დღეს ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაშია.„მან ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რა სწორ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ სწორი პოლიტიკის წყალობით ქვეყანაში შესაძლებელია ხდება მშვიდობის შენარჩუნება. ამიტომაც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პარტია მოუწოდებს ხალხს, გააკეთოს არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ.გასულ კვირაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც ასახულია უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად გამოწვეული ნგრევა, როგორც ამომრჩევლებისთვის შეხსენება იმისა, თუ რაში ცდილობს ოპოზიცია ქვეყნის ჩათრევას.თბილისის ქუჩებში ბანერების გარდა, „ქართული ოცნების“ ამავე ფორმატის წინასაარჩევნო ვიდეორგოლიც გამოჩნდა.მარცხენა მხარეს არის გამოსახული დანგრეული შენობები და ეკლესიები უკრაინაში, მათ შორის მარიუპოლში. ასევე არის წარწერა „არა ომს!" და გადახაზულია ციფრები 4, 5, 9, 25. ეს არის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური გაერთიანებების საარჩევნო ნომრები: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, ასევე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:154:960:874_1920x0_80_0_0_ea06758dfc0244b2880c13f3560cf6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
დეპუტატი: „ქართული ოცნება" - მშვიდობის გარანტი
პოლიტიკოსის თქმით, მმართველი პარტია არანაირ პროვოკაციაზე არ წამოეგება.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სანამ ხელისუფლებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება" იქნება, იგი იქნება საქართველოში მშვიდობის გარანტი, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ყოფილი წევრის, უმაღლესი რადას დეპუტატ არტემ დმიტრუკის განცხადებაზე, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წინ მოუწოდა არ გაიმეორონ კიევის შეცდომა და „გააკეთოს სწორი არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ", რადგანაც „უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყანა ომში ჩაითრია და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა".
„მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს და მუდმივად შეინარჩუნებს იმ უწყვეტ მშვიდობას, რომელიც უკვე 12 წელია გრძელდება. ჩვენ ვართ იმის გარანტი ამ ქვეყანაში, რომ სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მუდმივად იქნება მშვიდობა", - განაცხადა მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, მმართველი პარტია არანაირ პროვოკაციაზე არ წამოეგება.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი თანამოაზრე დმიტრუკი, ფაქტობრივად, პირდაპირ ადანაშაულებს უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას იმაში, რომ ქვეყანა დღეს ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაშია.
„მან ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რა სწორ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ სწორი პოლიტიკის წყალობით ქვეყანაში შესაძლებელია ხდება მშვიდობის შენარჩუნება. ამიტომაც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პარტია მოუწოდებს ხალხს, გააკეთოს არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ.
გასულ კვირაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც ასახულია უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად გამოწვეული ნგრევა, როგორც ამომრჩევლებისთვის შეხსენება იმისა, თუ რაში ცდილობს ოპოზიცია ქვეყნის ჩათრევას.
თბილისის ქუჩებში ბანერების გარდა, „ქართული ოცნების“ ამავე ფორმატის წინასაარჩევნო ვიდეორგოლიც გამოჩნდა.
მარცხენა მხარეს არის გამოსახული დანგრეული შენობები და ეკლესიები უკრაინაში, მათ შორის მარიუპოლში. ასევე არის წარწერა „არა ომს!" და გადახაზულია ციფრები 4, 5, 9, 25. ეს არის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური გაერთიანებების საარჩევნო ნომრები: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, ასევე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.