უცხოეთის რომელ ქვეყნებში შეძლებთ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას?

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირომი
რომი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2024
გამოწერა
როგორც ცესკოში აღნიშნეს, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი საბერძნეთში, აშშ-ში, თურქეთში, გერმანიაში, აზერბაიჯანსა და იტალიაში გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, 42 ქვეყანაში შეიქმნა. კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის. მთლიანობაში საზღვარგარეთ 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი – ხუთი – აშშ-სა და საბერძნეთში გაიხსნება. გერმანიაში გაიხსნება ოთხი, აზერბაიჯანში, თურქეთსა და იტალიაში სამი, ესპანეთში კი ორი.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების სრული სია:
ავსტრალია – 1 უბანი, კანბერა
ავსტრია - 1 უბანი, ვენა
აზერბაიჯანი – 3 უბანი, ყველა ბაქოში
სომხეთი – 1 უბანი, ერევანი
ბელარუსი – 1 უბანი, მინსკი
ბელგია – 1 უბანი, ბრიუსელი
ბულგარეთი – 1 უბანი, სოფია
დიდი ბრიტანეთი – 1 უბანი, ლონდონი
უნგრეთი – 1 უბანი, ბუდაპეშტი
გერმანია – 4 უბანი, ბერლინი, მაინის ფრანკფურტი, მიუნხენი, შტუტგარტი
საბერძნეთი – 5 უბანი, სამი ათენში, ორი სალონიკში
დანია – 1 უბანი, კოპენჰაგენი
ისრაელი – 1 უბანი, რამათ-განი
ესპანეთი – 2 უბანი, მადრიდი და ბარსელონა
იტალია – 3 უბანი, რომი, მილანი, ბარი
ირლანდია - 1 უბანი, დუბლინი
ყაზახეთი – 1 უბანი, ასტანა
კანადა – 1 უბანი, ოტავა
ყატარი – 1 უბანი, დოჰა
ჩინეთი– 1 უბანი, პეკინი
კვიპროსი – 1 უბანი, ნიქოზია
ქუვეითი – 1 უბანი, ალ-ქუვეითი
ლატვია – 1 უბანი, რიგა
ლიეტუვა – 1 უბანი, ტალინი
მოლდოვა – 1 უბანი, კიშინოვი
ნიდერლანდები – 1 უბანი, ჰააგა
ნორვეგია– 1 უბანი, ოსლო
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1 უბანი, აბუ-დაბი
პოლონეთი – 1 უბანი, ვარშავა
პორტუგალია – 1 უბანი, ლისაბონი
აშშ – 5 უბანი, ერთი ვაშინგტონში, სამი ნიუ-იორკში და ერთი სან-ფრანცისკოში
სლოვაკეთი – 1 უბანი, ბრატისლავა
თურქეთი – 3 უბანი, ანკარა, სტამბული, ტრაპზონი
უზბეკეთი – 1 უბანი, ტაშკენტი
საფრანგეთი – 1 უბანი, პარიზი
ფინეთი – 1 უბანი, ჰელსინკი
ჩეხეთი– 1 უბანი, პრაღა
შვედეთი – 1 უბანი, სტოკჰოლმი
შვეიცარია – 1 უბანი, ბერნი
ესტონეთი– 1 უბანი, ტალინი
სამხრეთ კორეა – 1 უბანი, სეული
იაპონია – 1 უბანი, ტოკიო
როგორც ცესკოში აღნიშნეს, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
მეტიც, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
ცესკომ მოუწოდა ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ შესაბამისი პროცედურები. დეტალური ინფორმაცია საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების და მათი მისამართების შესახებ განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0