მერაბ დვალიშვილი UFC-ის საჩემპიონო ქამრით საქართველოში დაბრუნდა

© Will Paul / CES MMAმერაბ დვალიშვილი გამარჯვებას აღნიშნავს
მერაბ დვალიშვილი გამარჯვებას აღნიშნავს - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2024
გამოწერა
მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა - თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით სამშობლოში დაბრუნდა, იუწყება „პირველი არხი".
15 სექტემბერს, ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა (იგივე The Machine) საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში, რომელიც ლას-ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე გაიმართა, ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
„ამას არაფერი შეედრება... მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი. მინდა ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში! მადლობა ყველას, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა“, – განაცხადა დვალიშვილმა თბილისის აეროპორტში გულშემატკივართან შეხვედრისას.
დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზთან (ფილარმონია) დვალიშვილი გულშემატკივარს შეხვდება, გარდა ამისა 33 წლის ქართველი გეგმავს ბათუმში და მის მშობლიურ სოფელში ჩასვლას და გულშემატკივართან ქამრის წარდგენას.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია. ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში მან 18-ჯერ მოიგო.
ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.
მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა - თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, აქედან 7 წელი მშენებლობაზე მუშაობდა და პარალელურად ვარჯიშობდა. 33 წლის დვალიშვილი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით და დროშით და აღნიშნავს, რომ წარმოშობით საქართველოდანაა.
ყველა ახალი ამბავი
0