https://sputnik-georgia.com/20240929/fourfourtwo-sauketeso-mekareebis-ateulshi-sheikvana-290111568.html
FourFourTwo-მ გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო მეკარეების ტოპ-ათეულში დაასახელა
FourFourTwo-მ გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო მეკარეების ტოპ-ათეულში დაასახელა
Sputnik საქართველო
23 წლის გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მეკარეთა „ოქროს ბურთის“ (Yashin Trophy) ჯილდოს ნომინანტებს შორისაა. 29.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-29T15:52+0400
2024-09-29T15:52+0400
2024-09-29T15:52+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/17/288559824_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_7f7a7c0448777ee9b3b37f7a9e30c7f8.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარე, 23 წლის გიორგი მამარდაშვილი ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგში შეიყვანა.გიორგი მამარდაშვილი რეიტინგის ტოპ-ათეულში მეცხრე ადგილზეა, პირველ ადგილზე კი „ლივერპულის“ მეკარე ალისონია.საუკეთესო მეკარეების ტოპ-10 ასე გამოიყურება:აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წამყვანი სპორტული გამოცემების ვერსიით კონტინენტური პირველობის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/17/288559824_36:0:1476:1080_1920x0_80_0_0_fb3158d46f5c64781f7e1e900456e90b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
FourFourTwo-მ გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო მეკარეების ტოპ-ათეულში დაასახელა
23 წლის გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მეკარეთა „ოქროს ბურთის“ (Yashin Trophy) ჯილდოს ნომინანტებს შორისაა.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარე, 23 წლის გიორგი მამარდაშვილი ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგში შეიყვანა.
გიორგი მამარდაშვილი რეიტინგის ტოპ-ათეულში მეცხრე ადგილზეა, პირველ ადგილზე კი „ლივერპულის“ მეკარე ალისონია.
საუკეთესო მეკარეების ტოპ-10 ასე გამოიყურება:
2.
ედერსონი (მანჩესტერ სიტი)
4.
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
5.
მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
9.
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
10.
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა).
აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.
მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წამყვანი სპორტული გამოცემების ვერსიით კონტინენტური პირველობის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.
ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.