https://sputnik-georgia.com/20240929/bankebis-mier-gacemuli-kreditebis-moculoba-agvistoshi-gaizarda-290101338.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა აგვისტოში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა აგვისტოში გაიზარდა
Sputnik საქართველო
საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 29.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-29T11:00+0400
2024-09-29T11:00+0400
2024-09-29T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_77a16c8553e431431174ac45550a9315.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით 538,45 მლნ ლარით (0,94%) გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით 57,68 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 495,62 მილიონი ლარით, ანუ 1,56%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 42,83 მლნ ლარით, ანუ 0,17%-ით შემცირდა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოს ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 9,49 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,29%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 16,29 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0,69%-ით მეტია.აგვისტოში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,07%-ით, ანუ 319,17 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, 30,06 მლრდ ლარი შეადგინა.ლარში გაცემული კრედიტების წილმა შეადგინა 55,1%, რაც 2024 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებთან შედარებით 0,34 საპროცენტო პუნქტით მეტია.აგვისტო ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e36bcc86a57fa019cf30e51efe513a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა აგვისტოში გაიზარდა
საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით 538,45 მლნ ლარით (0,94%) გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით 57,68 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 495,62 მილიონი ლარით, ანუ 1,56%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 42,83 მლნ ლარით, ანუ 0,17%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოს ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 9,49 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,29%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 16,29 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0,69%-ით მეტია.
აგვისტოში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,07%-ით, ანუ 319,17 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, 30,06 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა შეადგინა 55,1%, რაც 2024 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებთან შედარებით 0,34 საპროცენტო პუნქტით მეტია.
აგვისტო ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.