მოსალოდნელია ძლიერი ქარი: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2024
გამოწერა
სინოპტიკოსების განცხადებით, ბუნებრივი კატასტროფების განვითარების საფრთხის დონე საშუალოა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რამდენიმე რეგიონში 28 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ზემო იმერეთის რეგიონსა და კოლხეთის ხეობაში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსების განცხადებით, ბუნებრივი კატასტროფების განვითარების საფრთხის დონე საშუალოა.
ყველა ახალი ამბავი
0