საქართველო-ალბანეთი: მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2024
გამოწერა
ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 14 ოქტომბერს შედგება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს გულშემატკივრისათვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთის ფასი ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს.
10 სექტემბერს კი ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში გასვლითი მატჩი ჩაატარა და ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა - მატჩში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 71-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გასვლით მატჩს გამართავს - შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0