https://sputnik-georgia.com/20240928/ombudsmeni-saqartveloshi-sajaro-inpormaciis-xelmisawvdomobis-problemaa-290106146.html
ომბუდსმენი: საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაა
ომბუდსმენი: საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაა
Sputnik საქართველო
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული 28.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-28T18:46+0400
2024-09-28T18:46+0400
2024-09-28T18:46+0400
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტიანი ინსტიტუტის არარსებობა, ნათქვამია მსოფლიო ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2019 წლის 16 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 28 სექტემბერი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციის თავისუფლების სათანადო რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ეფექტიანი აღსრულება.სახალხო დამცველის თქმით, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სასამართლო განხილვების დროს.როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ეს საკითხი ასევე მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით, ვინაიდან, დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება და ხელი შეუშალოს მათი საქმიანობის განხორციელებაში.ომბუდსმენი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო გარანტიების შექმნის ინიციატივით გამოვიდა.„ინფორმაციის თავისუფლების სათანადო რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ეფექტიანი აღსრულება", - აღნიშნულია განცხადებაში.საქართველოს სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას საჯარო ინფორმაციის დაცვის სტანდარტის გასაუმჯობესებლად ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებისკენ, რაც სხვა საკითხებთან ერთად უზრუნველყოფს ეფექტიანი და დამოუკიდებელი საზედამხედველო მექანიზმის შექმნას.საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან ინფორმაცია მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში გასცეს. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უწყებები ხშირად აგვიანებენ მონაცემების მოწოდებას.საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოება, ახალი ამბები
ომბუდსმენი: საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაა
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტიანი ინსტიტუტის არარსებობა, ნათქვამია მსოფლიო ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2019 წლის 16 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 28 სექტემბერი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციის თავისუფლების სათანადო რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ეფექტიანი აღსრულება.
სახალხო დამცველის თქმით, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სასამართლო განხილვების დროს.
„სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა საქმის განხილვის პროცედურის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის ინფორმაციის სრულყოფილ და დროულ ხელმისაწვდომობას, რასაც ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქალაქო და რეგიონული სასამართლოებიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემები", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ეს საკითხი ასევე მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით, ვინაიდან, დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება და ხელი შეუშალოს მათი საქმიანობის განხორციელებაში.
ომბუდსმენი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო გარანტიების შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
„ინფორმაციის თავისუფლების სათანადო რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ეფექტიანი აღსრულება", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას საჯარო ინფორმაციის დაცვის სტანდარტის გასაუმჯობესებლად ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებისკენ, რაც სხვა საკითხებთან ერთად უზრუნველყოფს ეფექტიანი და დამოუკიდებელი საზედამხედველო მექანიზმის შექმნას.
საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან ინფორმაცია მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში გასცეს. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უწყებები ხშირად აგვიანებენ მონაცემების მოწოდებას.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული.