https://sputnik-georgia.com/20240928/niu-iorkshi-qartuli-gvino-daagemovnes-290102037.html
ნიუ-იორკში ქართული ღვინო დააგემოვნეს
ნიუ-იორკში ქართული ღვინო დააგემოვნეს
Sputnik საქართველო
ღვინის პროფესიონალები 30-ზე მეტი ქართული კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ. 28.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-28T14:17+0400
2024-09-28T14:17+0400
2024-09-28T14:17+0400
საქართველო
აშშ
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_2a737823f14d05454c976c2467d62e99.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის სფეროში მოღვაწე 400-მდე სტუმარი დაესწრო, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის დეგუსტაციას და მასტერ-კლასს მოიცავდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo&Partners-ის ორგანიზებით გაიმართა.ქართული ღვინის დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალების გარდა, მედიისა და კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი 30-ზე მეტი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, მიეღოთ ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, საქართველოსა და ქართული მეღვინეობის 8-ათასწლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ.ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კომპანია Colangelo & Partners 2022 წლიდან ახორციელებს. Colangelo & Partners ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციას.მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d0e4d5f6798ca7ef2df4fc08bb765c0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ნიუ-იორკში ქართული ღვინო დააგემოვნეს
ღვინის პროფესიონალები 30-ზე მეტი ქართული კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.
თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის სფეროში მოღვაწე 400-მდე სტუმარი დაესწრო, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის დეგუსტაციას და მასტერ-კლასს მოიცავდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo&Partners-ის ორგანიზებით გაიმართა.
ქართული ღვინის დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალების გარდა, მედიისა და კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი 30-ზე მეტი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, მიეღოთ ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, საქართველოსა და ქართული მეღვინეობის 8-ათასწლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კომპანია Colangelo & Partners 2022 წლიდან ახორციელებს. Colangelo & Partners ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციას.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.