ცესკომ არჩევნების დამკვირვებლად 50-მდე ადგილობრივი ორგანიზაცია უკვე დაარეგისტრირა

© Courtesy of CEC of Georgiaარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2024
გამოწერა
ერთ ადგილობრივ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 28 სექტემბრის მდგომარეობით, საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად 49 ადგილობრივი ორგანიზაცია დაარეგისტრირა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც რეგისტრაცია კენჭისყრამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვს გავლილი, რომლის წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნების დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
28 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია შემდეგი ადგილობრივი ორგანიზაციები:
„სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“
„სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის"
„რეგიონული განვითარებისა და დახმარების ცენტრი"
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"
„საქართველოს პროფესიული განათლების მუშაკთა და კვალიფიციური კადრებისა და სტუდენტების მომზადების პროფკავშირი“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"
„თავისუფალი ხმა"
მოძრაობა „სირცხვილია"
„მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება"
„ღია სივრცე კავკასია"
„საქართველოს მომავლის აკადემია"
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
„მიშგოვ ლარდა"
„საარჩევნო ლაბორატორია"
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია"
„მესხეთის სამოქალაქო საზოგადოება"
„საქართველოს ევროპული ორბიტა"
„ერთიანობის კავშირი - სამოქალაქო საზოგადოება მრავალეროვნული საქართველო"
„დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი"
„მედიის და უფლებების დაცვის ცენტრი"
„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა"
„12 სართული ევროკავშირისთვის"
„რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი"
„პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“
„განათლების პროფესიული კავშირი"
„ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის"
„ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921"
„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის"
„ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის"
„დემოკრატიული ინიციატივების ცენტრი"
„საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი“
„დემოკრატიის დაცვის შტაბი"
„საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება"
„სამოქალაქო იდეა - სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული ევროატლანტიკური არჩევანისთვის“
„საჯარო უწყებებისა საზოგადოებრივი მონიტორინგი და მუნიციპალური აქტივობა“
"საქართველოს განვითარების ფონდი - ქადაგი"
„საქართველო-დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება”
„თავისუფლების ინსტიტუტი"
„ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება”
„ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის”
„პრევენცია პროგრესისთვის”
„დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა”.
„სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი”
„სამართლისა და თანასწორობის ცენტრი“
„საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრი“
„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“
„საზოგადოებრივი დამცველი“.
განაცხადების შევსების და გადამოწმების შემდეგ ცესკო საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს დამკვირვებელთა რაოდენობას თითოეული ორგანიზაციიდან.
ერთ ადგილობრივ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0