https://sputnik-georgia.com/20240927/soxumis-dacemis-dge-saqartveloshi-dagupulta-xsovnas-pativs-miageben-290088591.html
სოხუმის დაცემის დღე - საქართველოში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
სოხუმის დაცემის დღე - საქართველოში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
Sputnik საქართველო
სოხუმი ადგილობრივ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა 27.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-27T15:41+0400
2024-09-27T15:41+0400
2024-09-27T15:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1b/290085276_0:135:2048:1287_1920x0_80_0_0_7fac1ffbd9687c8700a8482b585f819e.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დღეს სოხუმის დაცემის დღეა - პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, დაღუპულთა ოჯახების წევრებს, მათი ახლობლებსა და მეგობრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან თბილისში ყვავილები მიაქვთ.ღამიდან დაშვებულია დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. საქართველოში 27 სექტემბერი ხსოვნისა და იმედის დღედ არის მიჩნეული.მან აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა პატივს მიაგებს მათ, ვინც თავი შესწირა ერთიანი სახელმწიფოს იდეას.„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომელსაც თავი შესწირეს ქვეყანას, თავი შესწირეს სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.იმის შესახებ, რომ 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია საქართველოს ისტორიაში, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.„კიდევ უფრო მძიმეა ომის შედეგები - დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, ათი ათასობით დევნილი“, - განაცხადა კალაძემ.მან ხაზი გაუსვა აფხაზებთან ურთიერთმიტევების და შერიგების მნიშვნელობას.მისი თქმით, ხალხებს შორის ნდობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი.სოხუმი ადგილობრივ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი.შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1b/290085276_76:0:1972:1422_1920x0_80_0_0_6c75ceef70b940c4fd658a13d7a80140.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
სოხუმის დაცემის დღე - საქართველოში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
სოხუმი ადგილობრივ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დღეს სოხუმის დაცემის დღეა - პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, დაღუპულთა ოჯახების წევრებს, მათი ახლობლებსა და მეგობრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან თბილისში ყვავილები მიაქვთ.
ღამიდან დაშვებულია დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. საქართველოში 27 სექტემბერი ხსოვნისა და იმედის დღედ არის მიჩნეული.
„27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მემორიალთან.
მან აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა პატივს მიაგებს მათ, ვინც თავი შესწირა ერთიანი სახელმწიფოს იდეას.
„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომელსაც თავი შესწირეს ქვეყანას, თავი შესწირეს სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იმის შესახებ, რომ 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია საქართველოს ისტორიაში, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„კიდევ უფრო მძიმეა ომის შედეგები - დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, ათი ათასობით დევნილი“, - განაცხადა კალაძემ.
მან ხაზი გაუსვა აფხაზებთან ურთიერთმიტევების და შერიგების მნიშვნელობას.
„ვერაფერი გაანელებს ამ ტკივილს, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევებისა და შერიგების კონკრეტული ნაბიჯები. მწამს, რომ განვითარებით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებითა და მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება, და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ხალხებს შორის ნდობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი.
სოხუმი ადგილობრივ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.