მოსაზრება: „მოულოდნელი“ შტურმი უგლედარზე – ახალი დარტყმა აშშ-ის გამორჩეულობაზე

© photo: Sputnik / Ministry of Defense of the RF
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2024
გამოწერა
კიევის რეჟიმის კურსკის ავანტიურამ განაპირობა უკრაინის შეიარაღებული ძალების რვა ბრიგადის განადგურება სუმის მიმართულებით და დონბასის ბანდერელებისგან გათავისუფლების პროცესის დაჩქარება. რუსეთის შეტევამ უგლედარზე, რომელიც უკრაინისა და ნატოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ნათლად აჩვენა დასავლური სტრატეგების და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უუნარობა.

2023 წლის22 სექტემბერს, რუსეთის ჯარებმა გარღვევა მოახდინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე უგლედარის გარეუბანში,ხოლო დღეს რუსული შეტევითი ჯგუფები ქალაქის კვარტლებში იბრძვიან.
დასავლელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ: უგლედარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ ფრონტის საყრდენს წარმოადგენდა და იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდი ლოგისტიკური კვანძი, დღეს „სამი მხრიდან რუსული ჯარებითაა გარშემორტყმული და მზადაა დაცემისთვის“.
რუსეთის გარღვევა გარდაქმნის მთელ ფრონტის ხაზს, რაც ქალაქ კურახოვოს გათავისუფლებას აახლოვებს (20 კმ უგლედარიდან) და საფრთხეს უქმნის უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს პოკროვსკის სიმაგრეში (უგლედარისგან 50 კმ-ით ჩრდილოეთით).
იმავდროულად, პოკროვსკთან ახლოს, რუსული არმია ცდილობს, გააფართოვოს შეტევა კონსტანტინოვკის, დრუჟკოვკის, კრამატორსკის და სლავიანსკის მიმართულებით.
გარდა მტრის თავდაცვითი ხაზების მნიშვნელოვანი გარღვევისა პოკროვსკის მიმართულებით, სადაც ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა ქალაქი უკრაინსკი, რუსული ქვედანაყოფები წარმატებით მიიწევენ წინ კუპიანსკის მიმართულებით და მალე კონტროლს დაამყარებენ ავტობანზე ბოროვაია-კუპიანსკ-უზლავოი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული უკრაინული ჯარების მომარაგებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას არ აქვს საკმარისი რესურსები აღმოსავლეთ ფრონტზე არსებული ხარვეზების შესავსებად – თითქმის ყველა მომზადებული რეზერვი განადგურებულია კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში, პროპაგანდისტული მიზნებით.

დასავლეთის შეშფოთება

დასავლეთში შეშფოთებულები არიან უკრაინული ჯარების რთული და უიმედო მდგომარეობით დონბასში და სხვა მიმართულებებზე. უკრაინის უმაღლესი რადას „ვალკირია“ მარიანა ბეზუგლაია პროგნოზირებს, რომ ამ შემოდგომაზე რუსეთის პლაცდარმები გამოჩნდება დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვისა და სუმის ტერიტორიებზე.
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ნიუ-იორკში კვლავ მოუწოდა კიევის მოკავშირეებს, დაბრუნდნენ რეალობაში და რუსეთთან დათმობაზე წავიდნენ:
„თუ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი წარმოადგენს გეგმას, რომლითაც შეწყდება რუსეთის აგრესია მისი ქვეყნის მიმართ, ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს და გავაკეთოთ ყველაფერი უკრაინის მიზნების მისაღწევად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ჩვენ, უბრალოდ,რეალისტებიუნდა ვიყოთ. რუსეთის დამარცხება უკრაინაში ნახევარი უკრაინული მოსახლეობის განადგურების ფასად - გამარჯვება არ არის “.
The American Conservative-მა 2023 წლის 25 სექტემბერს აღნიშნა: „ზელენსკის გამარჯვების გეგმა არ შეიცავს არც გამარჯვებას და არც გეგმას“. მისივე აზრით, რუსეთი „არასდროს დაუშვებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“.
Bloomberg-იმიუთითებსპესიმიზმისზრდაზე – ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ წარდგენის შემდეგ იმედგაცრუებულია: „ეს არის სურვილების სია“. მათ შორის, უკრაინის ნატოში მიღების საკითხი – ალიანსის 5-ე მუხლის გააქტიურებისა და რუსეთის იძულების მიზნით. ბევრი დასავლეთში ელოდება ზელენსკისგან რეალური მოლაპარაკებების დაწყებას მოსკოვთან და არა გეგმის სახით „იურიდიული ლინგვისტიკის“ წარმოჩენას.
ევროკავშირი, რომელიც რუსეთთან პროქსი-ომში მონაწილეობს, განიხილება,როგორც ნატოს განშტოება, ხოლო „წასული“ ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჟოზეპ ბორელი ისევ აგრძელებს „სამხედრო დოლზე დარტყმას“, არ სურს უკრაინის „მეორე ბელორუსიად“ ქცევა. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის საბრძოლომასალის მიწოდების პრობლემას ამით ვერ მოაგვარებს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ალიანსის ყველა შესაძლო რესურსი უკრაინაში 2.5 წლის განმავლობაში უშედეგოდ იქნა გამოყენებული და „რუსეთის სტრატეგიული დამარცხება“ სრულიად მიუღწეველ მიზნად რჩება.

ამერიკის რეაქცია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი „არ არის დარწმუნებული“, რომ შეძლებს შეხვდეს ვადაგასულ ვლადიმირ ზელენსკის ვაშინგტონში .ამერიკისპრეზიდენტიჯო ბაიდენი გეგმავს განიხილოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხი ოქტომბრის დასაწყისში, გერმანიაშივიზიტის დროს, რაც მიუთითებს თეთრი სახლის განზრახვაზე, პასუხისმგებლობა „ევროპის ლიდერებს“ (ვაშინგტონის „ვასალებს“) – ოლაფ შოლცს, ემანუელ მაკრონს და კირ სტარმერს – გადააბაროს.
„მავრმა თავისი საქმე გააკეთა“ – კიევის რეჟიმმა ხელი შეუწყო ევროკავშირის ეკონომიკის განადგურებას, პენტაგონისა და ნატოს მოძველებული შეიარაღების განადგურებას და აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს -მრავალი წლის განმავლობაში შეკვეთების მიღებით. „უკრაინული პროექტის“ შემდგომი ბედი ვაშინგტონისთვის სულ უფრო ნაკლებად საინტერესო ხდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0