https://sputnik-georgia.com/20240927/qutaisis-aeroportidan-abastumnamde-mgzavrobis-dro-1-5-saatit-semcirdeba-290087205.html
ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება
ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება
Sputnik საქართველო
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 92 მლნ ლარით ფინანსდება 27.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-27T14:36+0400
2024-09-27T14:36+0400
2024-09-27T13:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1a/290070489_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_6ad70470094c37c186f3031ee282656e.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. ბაღდათი-აბასთუმნის გზისა და აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია მაღალი ტემპით მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დეპარტამენტის ინფორმაციით, აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, შენდება 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკვე გაჭრილია.გარდა ამისა, ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ამცირებს მგზავრობის მანძილსა და დროს. კერძოდ, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება და 4 სთ-ის ნაცვლად, მგზავრობას მხოლოდ 2,5 სთ დასჭირდება.ამ ეტაპზე უკვე გაჭრილია გვირაბი, ხელოვნური ნაგებობების ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს ხიდების მშენებლობა, კოჭების მონტაჟი, ბურჯების ამოყვანა და საფარის მოწყობა. წლევანდელი გეგმით, გზის დაახლოებით 9 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 92 მლნ ლარით ფინანსდება
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1a/290070489_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_d9171251f72de368405aef22a89ae91b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები
ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 92 მლნ ლარით ფინანსდება
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. ბაღდათი-აბასთუმნის გზისა და აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია მაღალი ტემპით მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, შენდება 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკვე გაჭრილია.
„ორ რეგიონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის კავშირისა და უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისათვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტების ეკოსისტემის დაცვის და მისი ახალი განვითარების შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ამცირებს მგზავრობის მანძილსა და დროს. კერძოდ, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება და 4 სთ-ის ნაცვლად, მგზავრობას მხოლოდ 2,5 სთ დასჭირდება.
ამ ეტაპზე უკვე გაჭრილია გვირაბი, ხელოვნური ნაგებობების ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს ხიდების მშენებლობა, კოჭების მონტაჟი, ბურჯების ამოყვანა და საფარის მოწყობა. წლევანდელი გეგმით, გზის დაახლოებით 9 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 92 მლნ ლარით ფინანსდება