https://sputnik-georgia.com/20240927/msvidobiani-politika-saqartvelos-mtavrobis-prioritetia-premieri-290090704.html
მშვიდობიანი პოლიტიკა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია - პრემიერი
მშვიდობიანი პოლიტიკა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია - პრემიერი
Sputnik საქართველო
მშვიდობა უმნიშვნელოვანესია მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის განვითარებისა და დინამიკური განვითარებისთვის, მოგზაურობის წახალისებისთვის, განაცხადა პრემიერმა 27.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-27T17:19+0400
2024-09-27T17:19+0400
2024-09-27T17:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1a/290065556_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_a9c30cf6c018b288033624fbc9a60cbc.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ტურიზმის მსოფლიო დღის წლევანდელი თემაა „ტურიზმი და მშვიდობა“, ხოლო მშვიდობიანი პოლიტიკა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში ტურიზმის მსოფლიო დღის გახსნაზე.ტურიზმის მსოფლიო დღემ (World Tourism Day) საქართველოს დედაქალაქში 27 სექტემბერს აიღო სტარტი. საქართველო რეგიონში პირველია, რომელიც მიმდინარე წელს ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა გახდა. ღონისძიების თემა ყოველწლიურად იცვლება და მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ეძღვნება. 2024 წელს ღონისძიების მთავარ თემატიკას „ტურიზმი და მშვიდობა“ წარმოადგენს.მისი თქმით, მშვიდობიანი პოლიტიკა ასევე აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შერიგების და საქართველოს გამთლიანების უალტერნატივო პირობაა.„დღეს ზუსტად 31 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან და მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენთვის ასევე ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგების, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა“, - განაცხადა მან.სოხუმი ადგილობრივ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში 27 სექტემბერი ხსოვნისა და იმედის დღედ არის მიჩნეული.პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის ეს პოლიტიკა მალე გამოიღებს შედეგს, რომელიც ერთნაირად სასარგებლო იქნება ქართველი, აფხაზი, ოსი, ქართულ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის.მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობა უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის განვითარებისა და დინამიკური განვითარებისთვის, მოგზაურობის წახალისებისთვის.„ტურიზმი კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გაღრმავებას, ერების კულტურულ დაახლოებას, მნიშვნელოვანი იდეებისა და ახალი ინიციატივების გაცვლას, რის გამოც მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ტურიზმის მსოფლიო დღესაქართველოს დედაქალაქში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ მაღალი რანგის სტუმრები მთელი მსოფლიოდან, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები.ღონისძიების ფარგლებში სამი დღის განმავლობაში გაიმართება სადისკუსიო პანელები, იმსჯელებენ ტურიზმის განვითარების გლობალურ ტენდენციებზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე დარგის განვითარების თვალსაზრისით.მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს გასული წლის ივნისში მიანიჭეს. ინიციატივას ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 68-ე სხდომაზე ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მიიღო. ქართული დელეგაციის ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UN Tourism) 27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე 1979 წელს დააწესა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1a/290065556_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_ad497aeaf4a93bfc164a8f7454c252eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
მშვიდობიანი პოლიტიკა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია - პრემიერი
მშვიდობა უმნიშვნელოვანესია მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის განვითარებისა და დინამიკური განვითარებისთვის, მოგზაურობის წახალისებისთვის, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ტურიზმის მსოფლიო დღის წლევანდელი თემაა „ტურიზმი და მშვიდობა“, ხოლო მშვიდობიანი პოლიტიკა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში ტურიზმის მსოფლიო დღის გახსნაზე.
ტურიზმის მსოფლიო დღემ (World Tourism Day) საქართველოს დედაქალაქში 27 სექტემბერს აიღო სტარტი. საქართველო რეგიონში პირველია, რომელიც მიმდინარე წელს ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა გახდა. ღონისძიების თემა ყოველწლიურად იცვლება და მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ეძღვნება. 2024 წელს ღონისძიების მთავარ თემატიკას „ტურიზმი და მშვიდობა“ წარმოადგენს.
„ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც, ათწლეულზე მეტია, საქართველოში არ ყოფილა ომი, და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არც მომავალში დავუშვათ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მშვიდობიანი პოლიტიკა ასევე აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შერიგების და საქართველოს გამთლიანების უალტერნატივო პირობაა.
„დღეს ზუსტად 31 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან და მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენთვის ასევე ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგების, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა“, - განაცხადა მან.
სოხუმი ადგილობრივ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში 27 სექტემბერი ხსოვნისა და იმედის დღედ არის მიჩნეული.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის ეს პოლიტიკა მალე გამოიღებს შედეგს, რომელიც ერთნაირად სასარგებლო იქნება ქართველი, აფხაზი, ოსი, ქართულ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის.
„მათ შორის, ვიმედოვნოთ, რომ ტურიზმისაგან უდიდეს სარგებელს მიღებს ჩვენი ქვეყნის ამ უმშვენიერეს მხარეებში მცხოვრები თითოეული მოქალაქე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობა უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის განვითარებისა და დინამიკური განვითარებისთვის, მოგზაურობის წახალისებისთვის.
„ტურიზმი კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გაღრმავებას, ერების კულტურულ დაახლოებას, მნიშვნელოვანი იდეებისა და ახალი ინიციატივების გაცვლას, რის გამოც მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს დედაქალაქში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ მაღალი რანგის სტუმრები მთელი მსოფლიოდან, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში სამი დღის განმავლობაში გაიმართება სადისკუსიო პანელები, იმსჯელებენ ტურიზმის განვითარების გლობალურ ტენდენციებზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე დარგის განვითარების თვალსაზრისით.
მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს გასული წლის ივნისში მიანიჭეს. ინიციატივას ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 68-ე სხდომაზე ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მიიღო. ქართული დელეგაციის ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UN Tourism) 27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე 1979 წელს დააწესა.