https://sputnik-georgia.com/20240927/ara-ims-aircie-msvidoba-qartuli-ocnebis-politikurma-reklamam-ajiotaji-gamoiwvia-290086678.html
„არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ – „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა რეკლამამ აჟიოტაჟი გამოიწვია
„არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ – „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა რეკლამამ აჟიოტაჟი გამოიწვია
Sputnik საქართველო
თბილისის ქუჩებში ბანერების გარდა, ხუთშაბათს ამავე ფორმატის „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლიც გამოჩნდა. 27.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-27T13:43+0400
2024-09-27T13:43+0400
2024-09-27T18:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1b/290081701_0:8:525:303_1920x0_80_0_0_1c0b56c517a5b6d41f2a724e767d45c8.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებმა, რომლებზეც ასახულია უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული ნგრევა, როგორც ამომრჩევლებისთვის შეხსენება იმისა, თუ რაში ცდილობს ოპოზიცია ქვეყნის ჩათრევას, გამოიწვია აჟიოტაჟი როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.თბილისის ქუჩებში ბანერების გარდა, ხუთშაბათს ამავე ფორმატის „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლიც გამოჩნდა.მარცხენა მხარეს არის გამოსახული დანგრეული შენობები და ეკლესიები უკრაინაში, მათ შორის მარიუპოლში. ასევე არის წარწერა "არა ომს!" და გადახაზულია 4, 5, 9, 25 ნომრები. ეს არის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური გაერთიანებების საარჩევნო ნომრები: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, ასევე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“.მარჯვენა მხარეს გამოსახულია საქართველოს ქალაქების, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში აღდგენილი ისტორიული შენობების, სპორტული ობიექტების ლამაზი ხედები.მმართველი პარტიის პოლიტიკურ რეკლამაზე ოპოზიციის რეაქციას მან საშინელი უწოდა. ხელისუფლების კრიტიკოსებს კი „ნაცაგენტურა“ უწოდა.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.ერთ-ერთმა პირველმა „ქართული ოცნების“ ბანერები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა, რომელსაც ხელისუფლებასთან უკვე დიდი ხანია ღია კონფლიქტი აქვს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ნაწილია.„ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს... რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ „კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.საქართველო ეროვნულ სიამაყეს იბრუნებს - პრემიერ-მინისტრი>>უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუშვებლად მიიჩნია პოლიტიკურ რეკლამაში კონფლიქტის საშინელი შედეგების ასახვა. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია.უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მმართველ „ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ კონფლიქტის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს აჩვენოს მოსახლეობას, რამხელა სხვაობაა ომსა და მშვიდობას შორის.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. პირველად არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1b/290081701_57:0:469:309_1920x0_80_0_0_e5dfd1c4e9dbbd4140629812dec00b2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
„არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ – „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა რეკლამამ აჟიოტაჟი გამოიწვია
13:43 27.09.2024 (განახლებულია: 18:37 27.09.2024) თბილისის ქუჩებში ბანერების გარდა, ხუთშაბათს ამავე ფორმატის „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლიც გამოჩნდა.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებმა, რომლებზეც ასახულია უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული ნგრევა, როგორც ამომრჩევლებისთვის შეხსენება იმისა, თუ რაში ცდილობს ოპოზიცია ქვეყნის ჩათრევას, გამოიწვია აჟიოტაჟი როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
თბილისის ქუჩებში ბანერების გარდა, ხუთშაბათს ამავე ფორმატის „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლიც გამოჩნდა.
მარცხენა მხარეს არის გამოსახული დანგრეული შენობები და ეკლესიები უკრაინაში, მათ შორის მარიუპოლში. ასევე არის წარწერა "არა ომს!" და გადახაზულია 4, 5, 9, 25 ნომრები. ეს არის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური გაერთიანებების საარჩევნო ნომრები: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, ასევე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“.
მარჯვენა მხარეს გამოსახულია საქართველოს ქალაქების, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში აღდგენილი ისტორიული შენობების, სპორტული ობიექტების ლამაზი ხედები.
„ჩვენ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რისკენ გვიბიძგებდნენ, რა უნდათ დღესაც. რა უნდათ დღესაც, ეს უნდა ვაჩვენოთ მკაფიოდ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს განსხვავება – ჩვენსავით როცა იქცევა ხელისუფლება, რა გვაქვს სახეზე და როცა სხვანაირად იქცევა ხელისუფლება, რა შეიძლება იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის პოლიტიკურ რეკლამაზე ოპოზიციის რეაქციას მან საშინელი უწოდა. ხელისუფლების კრიტიკოსებს კი „ნაცაგენტურა“ უწოდა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
„ხელისუფლება, რომელიც ცდილობს მსგავსი არაკეთილსინდისიერი, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და მანიპულატიური ხერხებით საზოგადოების კვლავ მოტყუებას, ბუნებრივია, განწირულია დამარცხებისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა.
ერთ-ერთმა პირველმა „ქართული ოცნების“ ბანერები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა, რომელსაც ხელისუფლებასთან უკვე დიდი ხანია ღია კონფლიქტი აქვს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ნაწილია.
„ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს... რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ „კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუშვებლად მიიჩნია პოლიტიკურ რეკლამაში კონფლიქტის საშინელი შედეგების ასახვა. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია.
უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მმართველ „ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ კონფლიქტის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება, და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს”, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს აჩვენოს მოსახლეობას, რამხელა სხვაობაა ომსა და მშვიდობას შორის.
„რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენი მათ შორის ახლო და მეგობარი სახელმწიფო არის გახვეული ცეცხლის ალში და საქართველო დიდი რისკების წინაშე დგას, როდესაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება, ჩვენ ვალდებული ვართ ქართველი ხალხის ინტერესები გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. პირველად არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.