https://sputnik-georgia.com/20240926/saparlamento-arcevnebsi-monawile-partiebis-sia-ganaxlda-290061489.html
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების სია განახლდა
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების სია განახლდა
Sputnik საქართველო
პარტიებს თავიანთი სიების წარსადგენად ვადა დღეს, 26 სექტემბერს ამოეწურათ. 26.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-26T11:44+0400
2024-09-26T11:44+0400
2024-09-26T11:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288655818_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_13eda7db8b915a7d36ae57ba5d49c75c.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებული პარტიების რაოდენობა 25-მდე შემცირდა - ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ საკუთარი განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოიხსნა, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არსებულ მასალებში.პარტიებს თავიანთი სიების წარსადგენად ვადა დღეს, 26 სექტემბერს ამოეწურათ. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიებს საშუალება მისცა სიები ელექტრონულად, ოფისიდან გაუსვლელად წარედგინათ.ამასთან, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულმა თანამდებობის პირებმა ცესკოში პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს მეორე დღისა 28 სექტემბრამდე უნდა გადადგნენ ან უნდა იქნენ გათავისუფლებული.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. პარტიების რეგისტრაცია 3 სექტემბერს დასრულდა. პარტიას უფლება აქვს უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღით ადრე.ივლისში საარჩევნოდ გაერთიანდნენ პარტიები „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე), „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე), „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“.ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ, ყველა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩევნებზე ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზნით ხაზარაძის პარტიამ სახელი გადაირქვა - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ეწოდა და ცესკოში ამ სახელწოდებით გაიარა რეგისტრაცია.საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას განაგრძობენ:№1 „კი ევროპას“ – გიორგი ვაშაძე№2 „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – გიორგი წერეთელი№3 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - კამალ მურადხანოვი№4 „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩიდროა“ – ნიკა მელია№5 „ერთიანობა – ეროვნული მოძრაობა“ – თინათინ ბოკუჩავა№6 „ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია№8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - დავით თარხან-მოურავი№9 „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – მამუკა ხაზარაძე№10 „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი№12 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – ისაკი გიორგაძე№13 „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – ავთანდილ ველთაური№14 „მესამე გზა“ – გიორგი თუმანიშვილი№15 „სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელია№16 „შეცვალე საქართველო“ – გიორგი გაგნიძეNo17 “საქართველო” – გიორგი ლილუაშვილიNo19 „დემოკრატთა ალიანსი“ – გიორგი ბუჩუკურიNo20 „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავაNo21 „ტრიბუნა“ – დავით ჭიჭინაძე№23 „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“ – გიორგი პატარიძე№24 „მწვანეთა პარტია“ – გიორგი გაჩეჩილაძე№25 „გახარია – საქართველოსთვის“ – გიორგი გახარია№26 „მემარცხენე ალიანსი“ – კონსტანტინე გუგუშვილი№27 „ქართველთა ერთობა“ – გაიოზ მამალაძე№36 „გირჩი“ – იაგო ხვიჩია№41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ირაკლი ღარიბაშვილიპარტიებს პარტიული სიების წარსადგენად ვადა 26 სექტემბრამდე ჰქონდათ. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.პარტიული სიების წარდგენის შემდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეამოწმებს ყველა დოკუმენტაციას და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას საბოლოო რეგისტრაციის შესახებ.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288655818_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_7ba8e17afa83202f1d841c7109c7c2c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების სია განახლდა
პარტიებს თავიანთი სიების წარსადგენად ვადა დღეს, 26 სექტემბერს ამოეწურათ.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებული პარტიების რაოდენობა 25-მდე შემცირდა - ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ საკუთარი განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოიხსნა, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არსებულ მასალებში.
პარტიებს თავიანთი სიების წარსადგენად ვადა დღეს, 26 სექტემბერს ამოეწურათ. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიებს საშუალება მისცა სიები ელექტრონულად, ოფისიდან გაუსვლელად წარედგინათ.
ამასთან, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულმა თანამდებობის პირებმა ცესკოში პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს მეორე დღისა 28 სექტემბრამდე უნდა გადადგნენ ან უნდა იქნენ გათავისუფლებული.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. პარტიების რეგისტრაცია 3 სექტემბერს დასრულდა. პარტიას უფლება აქვს უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღით ადრე.
ივლისში საარჩევნოდ გაერთიანდნენ პარტიები „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე), „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე), „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“.
ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ, ყველა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩევნებზე ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზნით ხაზარაძის პარტიამ სახელი გადაირქვა - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ეწოდა და ცესკოში ამ სახელწოდებით გაიარა რეგისტრაცია.
საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას განაგრძობენ:
№1 „კი ევროპას“ – გიორგი ვაშაძე
№2 „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – გიორგი წერეთელი
№3 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - კამალ მურადხანოვი
№4 „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი
№5 „ერთიანობა – ეროვნული მოძრაობა“ – თინათინ ბოკუჩავა
№6 „ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია
№8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - დავით თარხან-მოურავი
№9 „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – მამუკა ხაზარაძე
№10 „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი
№12 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – ისაკი გიორგაძე
№13 „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – ავთანდილ ველთაური
№14 „მესამე გზა“ – გიორგი თუმანიშვილი
№15 „სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელია
№16 „შეცვალე საქართველო“ – გიორგი გაგნიძე
No17 “საქართველო” – გიორგი ლილუაშვილი
No19 „დემოკრატთა ალიანსი“ – გიორგი ბუჩუკური
No20 „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა
No21 „ტრიბუნა“ – დავით ჭიჭინაძე
№23 „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“ – გიორგი პატარიძე
№24 „მწვანეთა პარტია“ – გიორგი გაჩეჩილაძე
№25 „გახარია – საქართველოსთვის“ – გიორგი გახარია
№26 „მემარცხენე ალიანსი“ – კონსტანტინე გუგუშვილი
№27 „ქართველთა ერთობა“ – გაიოზ მამალაძე
№36 „გირჩი“ – იაგო ხვიჩია
№41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ირაკლი ღარიბაშვილი
პარტიებს პარტიული სიების წარსადგენად ვადა 26 სექტემბრამდე ჰქონდათ. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.
პარტიული სიების წარდგენის შემდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეამოწმებს ყველა დოკუმენტაციას და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას საბოლოო რეგისტრაციის შესახებ.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.