https://sputnik-georgia.com/20240926/samxret-koreasi-qartul-rvinos-gaecnen-290071117.html
სამხრეთ კორეაში ქართულ ღვინოს გაეცნენ
სამხრეთ კორეაში ქართულ ღვინოს გაეცნენ
Sputnik საქართველო
ღონისძიებაზე 15-მდე ქართული ღვინის მწარმოებლის 40 სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. 26.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-26T15:49+0400
2024-09-26T15:49+0400
2024-09-26T15:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
სამხრეთი კორეა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641681_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_ea5e39fa2741e060d5670123887b13c8.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 15-მდე ქართული ღვინის მწარმოებლის 40 სხვადასხვა დასახელების ღვინო.ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და პრეზენტაციას 300 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინისა და კორეული სამზარეულოს შეხამების მასტერკლასი.ქართული ღვინის წარდგენა სეულში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის Wine21.com ორგანიზებით გაიმართა. Wine21.com კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას.აზიის რეგიონში კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. კორეის რესპუბლიკაში მსგავსი ფორმატის ღონისძიება მესამედ ჩატარდა.უწყებაში აღნიშნავენ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა Seoul International Wine and Spirits Expo და Daejeon International Wine Festival.ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641681_289:0:2500:1658_1920x0_80_0_0_0d90a83d658424c42f3b6ec27256eead.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, სამხრეთი კორეა
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, სამხრეთი კორეა
სამხრეთ კორეაში ქართულ ღვინოს გაეცნენ
ღონისძიებაზე 15-მდე ქართული ღვინის მწარმოებლის 40 სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარდგენილი.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 15-მდე ქართული ღვინის მწარმოებლის 40 სხვადასხვა დასახელების ღვინო.
ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და პრეზენტაციას 300 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინისა და კორეული სამზარეულოს შეხამების მასტერკლასი.
ქართული ღვინის წარდგენა სეულში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის Wine21.com ორგანიზებით გაიმართა. Wine21.com კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას.
აზიის რეგიონში კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. კორეის რესპუბლიკაში მსგავსი ფორმატის ღონისძიება მესამედ ჩატარდა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა Seoul International Wine and Spirits Expo და Daejeon International Wine Festival.
ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.