https://sputnik-georgia.com/20240926/premier-gaerosi-saqartvelo-gzagasayarze-dgas-290060611.html
პრემიერი გაეროში: საქართველო გზაგასაყარზე დგას
პრემიერი გაეროში: საქართველო გზაგასაყარზე დგას
Sputnik საქართველო
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე გადის, განაცხადა კობახიძემ 26.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-26T10:31+0400
2024-09-26T10:31+0400
2024-09-26T10:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
გაერო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1a/290059027_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_0b32c823030bd8592f4bc8b6ee6fbd2a.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველო გზაგასაყარზე დგას და ხელისუფლება აპირებს მის მართვას ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე.„ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა და გავხდეთ უფრო ძლიერნი და წარმატებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, - განაცხადა კობახიძემ გაეროს ტრიბუნიდან.მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხში.საქართველოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირმა შეაჩერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და არ გამორიცხა უვიზო რეჟიმის შეჩერება, რომლითაც ქვეყანა 2017 წლიდან სარგებლობს.პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ემსახურება აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას.საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად მან მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დაასახელა.კობახიძემ ძმები და დები უწოდა აფხაზებს და ოსებს, რომლებიც საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ, და აღნიშნა, რომ ქართველებს მათთან ერთად ერთიან, მშვიდობიან და განვითარებულ საქართველოში სურთ ცხოვრება.საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1a/290059027_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a7dc7b3b145e1fc8522e33dd2284653d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გაერო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, გაერო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პრემიერი გაეროში: საქართველო გზაგასაყარზე დგას
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე გადის, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველო გზაგასაყარზე დგას და ხელისუფლება აპირებს მის მართვას ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე.
„ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა და გავხდეთ უფრო ძლიერნი და წარმატებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, - განაცხადა კობახიძემ გაეროს ტრიბუნიდან.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხში.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირმა შეაჩერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და არ გამორიცხა უვიზო რეჟიმის შეჩერება, რომლითაც ქვეყანა 2017 წლიდან სარგებლობს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ემსახურება აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას.
„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად მან მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დაასახელა.
კობახიძემ ძმები და დები უწოდა აფხაზებს და ოსებს, რომლებიც საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ, და აღნიშნა, რომ ქართველებს მათთან ერთად ერთიან, მშვიდობიან და განვითარებულ საქართველოში სურთ ცხოვრება.
„ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.