https://sputnik-georgia.com/20240926/irakli-kobaxize-baidenis-mirebaze-miwvevis-gauqmebas-gamoexmaura-290062868.html
ირაკლი კობახიძე ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა
ირაკლი კობახიძე ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმება მიზეზია ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და დეზინფორმაცია დასავლეთის მიმართ, განაცხადეს აშშ-ის საელჩოში 26.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-26T12:37+0400
2024-09-26T12:37+0400
2024-09-26T12:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აშშ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23028/30/230283035_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_2b84a78bfc75acaf429efb082393f1bb.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმება არასერიოზული ნაბიჯია და ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოში აშშ-ის საელჩომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კობახიძის მიწვევის გაუქმება და უარი ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე ახსნა შეშფოთებით „საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, შეერთებულ შტატებსა და დასავლეთზე დეზინფორმაციითა და ნეგატიური რიტორიკით".პრემიერის თქმით, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს ქართული ოპოზიციის მდგომარეობაზე.ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებას არასერიოზული უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მეტიც, მან ეს გადაწყვეტილება შეაფასა როგორც საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევის ერთ-ერთი გამოვლინება.პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მდგომარეობა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა იმდენად სავალალოა, რომ მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ერიდება „ყველა სტანდარტის ქვემოთ“ მოქმედებას მხოლოდ იმისთვის, რომ ოპოზიციას ბიძგი და სალაპარაკო მისცეს.წინა დღეს პაპუაშვილმა ღიად განაცხადა, რომ უცხოელები, კერძოდ, პოლიტიკოსები და ექსპერტები აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით კი არჩევნების წინ.მტკიცებულების სახით იყო მოყვანილი დასავლელი პოლიტიკოსების არაერთი განცხადება, რომელიც შეიცავდა მმართველი პარტიის მკვეთრ კრიტიკას, რომელიც გაკეთდა სექტემბრის დასაწყისიდან სამი კვირის განმავლობაში. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს მიიჩნია უმწეო ოპოზიციის მხარდაჭერის მცდელობად, რომელსაც აშკარა დამარცხება ელოდება.საქართველო და აშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23028/30/230283035_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_0804db64cc6614af2352450a072a4d4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმება მიზეზია ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და დეზინფორმაცია დასავლეთის მიმართ, განაცხადეს აშშ-ის საელჩოში
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმება არასერიოზული ნაბიჯია და ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კობახიძის მიწვევის გაუქმება და უარი ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე ახსნა შეშფოთებით „საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, შეერთებულ შტატებსა და დასავლეთზე დეზინფორმაციითა და ნეგატიური რიტორიკით".
„განსაკუთრებულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. არასერიოზულია, სამი დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს ქართული ოპოზიციის მდგომარეობაზე.
„ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე გამიჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებას არასერიოზული უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მეტიც, მან ეს გადაწყვეტილება შეაფასა როგორც საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევის ერთ-ერთი გამოვლინება.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მდგომარეობა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა იმდენად სავალალოა, რომ მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ერიდება „ყველა სტანდარტის ქვემოთ“ მოქმედებას მხოლოდ იმისთვის, რომ ოპოზიციას ბიძგი და სალაპარაკო მისცეს.
წინა დღეს პაპუაშვილმა ღიად განაცხადა, რომ უცხოელები, კერძოდ, პოლიტიკოსები და ექსპერტები აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით კი არჩევნების წინ.
მტკიცებულების სახით იყო მოყვანილი დასავლელი პოლიტიკოსების არაერთი განცხადება, რომელიც შეიცავდა მმართველი პარტიის მკვეთრ კრიტიკას, რომელიც გაკეთდა სექტემბრის დასაწყისიდან სამი კვირის განმავლობაში. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს მიიჩნია უმწეო ოპოზიციის მხარდაჭერის მცდელობად, რომელსაც აშკარა დამარცხება ელოდება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.